ლევან კობიაშვილი: "განსაკუთრებულს არაფერს არ ვიტყვი თუ ავღნიშნავ ფუტსალის პროგრესს ბოლო წლების განმავლობაში"

ყველა სიახლე
11 ივნისი 2017


ფუტსალის  ლიგის  2016/17 წწ ფინალური  ეტაპის მეორე  შეხვედრას ფეხბურთის  ფედერაციის  პრეზიდენტი  ლევან  კობიაშვილი და  ფედერაციის  წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრა  თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში  გაიმართა,  რომელშიც  ერთმანეთს  მფკ „ტატიშვილი“ და  მფკ „სტუ-თელასი“ დაუპირსპირდა. დაძაბული  შეხვედრა  „ენერგეტიკოსების“  გამარჯვებით  3:2  ორი  დასრულდა  და  ფინალური სერიის  ანგარიში  გათანაბრდა, 1:1.  

 ლევან  კობიაშვილმა  sbm.ge კომენტარი გააკეთა  და  ქართული ფუტსალის  განვითარებაზე  ისაუბრა.

ლევან  კობიაშვილი სფფ-ის  პრეზიდენტი: „ პირველ  რიგში  მინდა  ავღნიშნო,  რომ ძალიან  საინტერესო  და  დაძაბული მატჩი  იყო ,  ჩემთვის როგორც რიგითი  გულშემატკივარისთვისდა ზოგადად   გულშემატკივრებისთვის  იდეალური მატჩი იყო,  იქედან  გამომდინარე,  რომ  გაჩნდა  მესამე თამაშის  აუცილებლობა,  რაც  ალბათ დამეთანხმებით, რომ  მაყურებლისთვის  ძალიან  კარგია.

ეს ორი გუნდია  ღირსეულად  მოხვდა ფინალში,   სიმართლე  გითხრათ  არ  ველოდი ნამდვილად  პირველი  თამაშის  შედეგიდან გამომდინარე  ამ შედეგს,  მაგრამ  თელასმა  დაამტკიცა  რომ  შეუძლია  კონკურენცია  გაუწიოს  ისეთ  ძლიერ  გუნდს  როგორიც  ტატიშვილია. 

რაც  შეეხება  უშუალოდ ლიგას რამდენიმე  სიახლით  დაიწყო,   ჩემპიონატმა  გაამართლა. ალბათ განსაკუთრებულს  არაფერს  არ  ვიტყვი თუ ავღნიშნავ  ფუტსალის  პროგრესს  ბოლო წლების  განმავლობაში, ამას  მგონი  ყველა  ხედავს.  მე  დარწმუნებული ვარ,  რომ  მომდევნო წელი  უკეთესი  იქნება, იმის  მომდევნო კიდევ უფრო უკეთესი  და  მინდა  ორივე  გუნდს  და ფეხბურთელებს წარმატება  ვუსურვო, აქ   ძირითადად  ის  მოთამაშეებია რომლებიც ნაკრებში ირიცხებიან და რომლებმაც  სექტემბერში ძალიან  მნიშვნელოვანი  მატჩები  უნდა  ითამაშონ.“-აღნიშნა  ლევან  კობიაშვილმა. 

  © SBM, 2016-2024