მფკ ტატიშვილი-მფკ სტუ-თელასი 2:3.მატჩის შემდგომი კომენტარები

ყველა სიახლე
09 ივნისი 2017


საქართველოს  ფუტსალის  ლიგა  ჩემპიონის  მოლოდინშია.  თბილისი  ოლიმპიურ  სასახლეში  ფუტსალის  ლიგის  2016/2017 წლების  ფინალური  სერიის  მეორე  განმეორებით შეხვდრა ჩატარდა, რომელშიც  ერთმანეთს  მფკ „ტატიშვილი“ და  მფკ „სტუ-თელასი“ დაუპირსპირდა. დაძაბული  შეხვედრა  „ენერგეტიკოსების“  გამარჯვებით  3:2  ორი  დასრულდა  და  ფინალური სერიის  ანგარიში  გათანაბრდა, 1:1.   განმეორებითი  მატჩისგან  განსხვავებით   „მედიკოსებმა“  ფინალური  ეტაპის  პირველ  შეხვედრაში  ანგარიშის  დიდი  სხვაობით  9:4 დაამარცხეს  „ენერგეტიკოსები“.   ფინალური  სერია  ორ  მოგებამდეა, სწორედ  მესამე  გადამწყვეტ  მატჩში  გახდება  ცნობილი თუ რომელი  კლუბი  მოიპოვებს  ჩემპიონის  ტიტულს  და  ევროპის  საკლუბო  ტურნირზე  ასპარეზობის  უფლებას.   

sbm.ge გუნდების  წარმომადგენლებს  გაესაუბრა

ალექსანდრე  ძაბირაძე, მფკ ტატიშვილი: „როდესაც  პირველი თამაში  მოვიგეთ ალბათ  ვირწმუნეთ რომ  ჩემპიონები  გავხდებოდით , მაგრამ  ორ  მოგებამდეა  თამაში, ამიტომ  ისე  უნდა  დავხარჯულიყავით  მეორე  შეხვედრაში, როგორც  ფინალური  სერიის  პირველ  მატჩში. რაღაც  დავაკელით.  „თელასი“ კარგი გუნდია,  თუმცა ყველაფერი წინ არის,   მესამე  თამაში  გაარკვევს ჩემპიონის  ვინაობას.“

ამირან  ცხომარია, მფკ სტუ-თელასი: „ფინალური ეტაპის  პირველი  შეხვედრის  შემდეგ ყველას  ფავორიტი  ტატიშვილი  ეგონა,  ჩვენ  დღეს  დასაკარგი არაფერი არ  გვქონდა,  გამოვედით,  ვიბრძოლეთ  და  სასურველი  შედეგით დავამთავრეთ დღევანდელი თამაში.  ვპირდებით ჩვენს  გულშემატკივარს,  რომ  იგივეს  გავაკეთებთ   საფინალო თამაშზე, ვეცდებით  გავხდეთ ჩემპიონები.  ტატიშვილსაც  ვუსურვებ  წარმატებას, მათ დღეს  ღირსეულად  წააგეს.“

  © SBM, 2016-2024