მფკ ტატიშვილი-მფკ სტუ-თელასი 9:4. მატჩის შემდგომი კომენტარები

ყველა სიახლე
06 ივნისი 2017


თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში  ფუტსალის  ლიგის  ფინალური სერიის  პირველი შეხვედრები  დასრულდა.  მფკ  ტატიშვილმა  9:4 დაამარცხა  მფკ  სტუ-თელასი  და  ფუტსალის ლიგის 2016/17 წ.წ ჩემპიონის ტიტულთან მხოლოდ ერთი გამარჯვება აშორებს. "მედიკოსთა" რიგებში ორ-ორი გოლით გამოირჩნენ დავით ბობოხიძე და მალხაზ მურცხვალაძე.

ალექსანდრე  ძაბირაძე, მფკ ტატიშვილი: „მარტივი შეხვედრა   არ  ყოფილა.ვბიჭებმა  თავი დადეს  მოედანზე  რომ  მოგვეგო, მინდა მივულოცო ბიჭებს.  ახალი გუნდი ვართ,  როგორც  იცით, ჩვენ  მოვემზადებით ამ  მოგებით  ყველაფერი არ  მორჩენილა წინ  კიდევ  თამაშია.“

 ნუკრი  ჭუმბურიძე, მფკ  სტუ-თელასი: „ ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, მეტოქე უფრო მონდომებული გამოვიდა, ბრძოლობდნენ, შეცდომებს  კი იმედი  მაქვს  გამოვასწორებთ.“  

დღესვე გაიმართა III ადგილისათვის დაპირისპირების პირველი შეხვედრა, რომელშიც მფკ თბილისმა 4:3 სძლია მფკ აგორას და სერიაში გალიდერდა.

ფინალურ სერიაში გამარჯვებული  ორი  მოგების  შედეგად  გამოვლინდება, განმეორებით შეხვედრას  გუნდები  9 ივნისს გამართავენ.    

  © SBM, 2016-2024