"გორმა" EU-სთან ანგარიში თამაშის მიწურულს გაათანაბრა!

ყველა სიახლე
02 მარტი 2024


სპორტ კომპლექს არენა 2-ში ფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. სეზონის რეგულარული ეტაპის დასკვნითი შეხვედრები მიმდინარეობს.

მეთოთხმეტე ტურის შეხვედრაში ერთმანეთს „გორი“ და „ევროპის უნივერსიტეტი“ დაუპირისპირდნენ. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ ფრედ 3-3 დასრულდა.

„გორი“ წინ მეცხრე წუთზე გავიდა. „სტუდენტებმა“ წონასწორობა მალევე აღადგინეს და ტაიმის მიწურულს წინ გავიდნენ. ოცდამეშვიდე წუთზე ილია ლუკაშვილმა აქტივში მეორე გოლი მიითვალა და ანგარიში გაათანაბრა. თამაშის მიწურულს გუნდებმა თითო ბურთი გაცვალეს და საბოლოოდ ფრეზე გაიყარნენ.

ამ შედეგით „გორი“ სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე, EU კი ბოლო, მერვე, ადგილზე დარჩება.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ილია ლუკაშვილი, გორი: „რვა გუნდიდან ოთხეულში მოხვედრა ცუდი არ არის ჩვენთვის. მოსაგებად ვიყავით ჩამოსულები. ბევრი მომენტი გავაფუჭეთ, რაც პრობლემაა. კარში დარტყმები არის უხარისხო. მეტოქემ იბრძოლა და ამიტომაც დაფიქსირდა ეს ანგარიში. იმედი გამიცრუვდა, რადგან წინა სამი თამაში ძალიან კარგად ჩავატარეთ. ალბათ ნაკლები მოტივაცია გვქონა. ჩვენ ბრძოლისუნარიანი გუნდი ვართ და წინ პლეი-ოფებია. ძალიან ხარისხიანად ჩატარდა პირველი ეტაპი. ჩვენთვის სულერთია მეტოქე ვინ იქნება. ბოლომდე ვითამაშებთ“.

გივი ყურაშვილი, EU: „დაძაბული თამაში იყო. ბოლო გავედით წინ, მაგრამ ბოლო წამებზე მივიღეთ გოლი და მაინც ფრე დამთავრდა. მოგება გვჭირდებოდა ფსიქოლოგიურად, მაგრამ არ გამოვიდა. „UG“ ერთ-ერთი ფავორიტი გუნდია, გამოცდილი მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული. ჩვენ დაახლოებით ორი-სამი კვირაა მათთან შესახვედრად ვემზადებით და ვეცდებით ნახევარფინალში გავიდეთ“.

არენა 2-ში ლიგა 2-ის წრიული ეტაპის დარჩენილი ორი შეხვედრაც გაიმართება.

  © SBM, 2016-2024