"ბსსა"-მ "UG2"-თან იმარჯვა | "BSC"-მ "აწსუ"-სთან ბოლო წუთებზე გაათანაბრა!

ყველა სიახლე
27 თებერვალი 2024


ქუთაისის სპორტის სასახლეში სტარტი ფუტსალის ლიგა 3-ის 2023/24 წწ. სეზონის მეცამეტე ტურმა აიღო.

„ბათუმის სახელმწიფო საზღვაო უნივერსიტეტისა“ და „საქართველოს უნივერსიტეტი 2“-ის მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, საბოლოოდ კი „ბსსა“-ს გამარჯვებით 5-4 დასრულდა.

„სტუდენტურ დერბიში“ „UG” საწყის სამ წუთში ორი ბურთით ლიდერობდა. შეხვედრაში წონასწორობა მალევე აღდგა. გუნდებმა კიდევ თითო გოლი გაცვალეს და პირველ ტაიმში 3-3-ზე გაიყარნენ. მეორე ნახევარში გიორგი ალუდაურმა „UG” წინ გაიყვანა, მაგრამ რეზო მალაყმაძემ აქტივში მეორე ბურთიც მიითავალა და ანგარიში მესამედ გაათანაბრა. ოცდამეთერთმეტე წუთზე „ბსსა“-ს რიგებიდან გამარჯვების გოლი მალხაზ შამილაძემ გაიტანა.

ტურის სხვა შეხვედრაში ერთმანეთს „ბათუმის სპორტული ცენტრი“ და „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ დაუპირისპირდნენ. დაძაბული და სანახაობრივი მატჩი ფრედ 4-4 დასრულდა.

მოსე ჩიკიროვმა პირველ ტაიმში „ბათუმელები“ წინ ორი ბურთით გაიყვანა. ტაიმის დასრულებამდე „იმერლებმა“ ცოტნე ციბაძის ულამაზესი გოლით სხვაობა შეამცირეს, მეორე ნახევარში კი მეტოქეს ზედიზედ სამი გოლი გაუტანეს და ანგარიში 4-2 გახდა. მოსე ჩიკიროვმა ოცდამეთერთმეტე წუთზე ჯერ ლუკა ჩარგეიშვილს გაატანინა, ოცდამეცხრამეტე წუთზე კი აქტივში თავად მიითვალა მესამე გოლი. თამაშის მიწურულს „აწსუ“-ს წინ გასვლის შანსი ჰქონდა, თუმცა გიორგი გიორგაძემ ათმეტრიანი საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენა და გუნდები თითო ქულას დასჯერდნენ.

ფუტსალის ლიგა 3-ის მეცამეტე ტურის დარჩენილი ორი მატჩი 1 მარტს თბილისში, სპორტ კომპლექს არენა 2-ში გაიმართება.

  © SBM, 2016-2024