"ბაქსვუდმა" ორმატჩიანი მშრალი სერიის შემდეგ "კომაროვთან" იმარჯვა!

ყველა სიახლე
23 თებერვალი 2024


სპორტ კომპლექს არენა 2-ში ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის 2023/24 წწ. სეზონის მეხუთე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.

დაძაბულ „სასკოლო დერბიში“ „ბაქსვდუმა“ „კომაროვი“ 4-2 დაამარცხა და ორმატჩიანი მშრალი სერიის შემდეგ პირველი ქულები მოიპოვა. „ბაქსვუდი“ წინ მერვე წუთზე გავიდა. „მათემატიკოსებმა“ წონასწორობა მალევე აღადგინეს. მეორე ნახევარში „ბაქსვუდმა“ სხვაობა სამამდე გაზარდა (1-4), მაგრამ ოცდამეთორმეტე წუთზე ალექსანდრე შელიამ ჩამორჩენა შეამცირა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. გამარჯვებული გუნდიდან საუკეთესო დუბლით და საგოლე გადაცემით კონსტანტინე სამუშია იყო.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

კონსტანტინე სამუშია, ბაქსვუდი: „მოწინააღმდეგემ მართლა კარგად ითამაშა. წინა შეხვედრების განსხვავებით უფრო კარგად ვითამაშეთ და მეტიც შეგვიძლია. დაცვა უფრო განვავითარეთ, მივხვდი უკვე როგორ უნდა ვითამაშოთ ამ კომპონენტში. ფუტსალი რთულია, მაგრამ კარგი სათამაშოა. რაღაც პერიოდი დაძაბულობა იყო, გაათანაბრეს ანგარიში, მაგრამ დავწყნარდით და მოვიგეთ“.

ალექსანდრე შელია, კომაროვი: „ჩემი აზრით, ორივე გუნდმა კარგად ვითამაშეთ. დღეს ვფიქრობ დაცვაში გვქონდა ჩავარდნა. მარტივად გვეპარებოდნენ და ისინიც კარგად ათამაშებდნენ ბურთს. ბევრი მარტივი და კართან ძალიან ახლოს შექმნილი მომენტი ვერ გამოვიყენეთ“.

ახალგაზრდული ლიგის მეხუთე ტურის სხვა შეხვედრაში „ბეტისის აკადემიამ“ „ხაშურის N9 სკოლა“ უშანსოდ დატოვა და მეტოქე 16-2 დაამარცხა. გამარჯვებული გუნდიდან საუკეთესო ხუთი გატანილი გოლით ბაჩუკი ვანაძე იყო. ჰეთ-თრიკი შეასრულა დადუ ისრაელა, დუბლი კი რუდო ისაიანმა და გიორგი არაბულმა გაიფორმეს.

ტური „სასკოლო ლიგის აკადემიის“ დამაჯერებელი მოგებით დაიწყო. „აკადემიამ“ „თბილისის კლასიკურ გიმნაზიას“ 12-5 სძლია და მეტოქის უდანაკარგო სერია დაასრულა. „სასკოლო აკადემიის“ მხრიდან საუკეთესო სამი გოლით და ორი შედეგიანი გადაცემით ლევან გუგუციძე იყო. ჰეთ-თრიკი გაიფორმა დემეტრე სვანიძემ. „პირველი სკოლის“ რიგებიდან ოთხი გოლი ნიკოლოზ გელაშვილმა გაქვითა.

  © SBM, 2016-2024