"ქუთათურებმა" "დინამოსთან" რევანში აიღეს!

ყველა სიახლე
13 თებერვალი 2024


ქუთაისის სპორტის სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. სეზონის მეთორმეტე ტურის სასტარტო მატჩი გაიმართა. ერთმანეთს პრინციპული მეტოქეები, ადგილობრივი „ქუთაისი 2“ და „დინამო თბილისი“ დაუპირისპირდნენ.

მასპინძლებმა საკუთარ კედლებში რევანში აიღეს, 2-1 იმარჯვეს და ხუთმატჩიან შედეგიან სერიას აგრძელებენ. „დინამო“ კი ზედიზედ მესამე შეხვედრაში დამარცხდა.

დაძაბულ მატჩში „ქუთათურები“ მეთერთმეტე წუთზე დაწინაურდნენ. წონასწორობა ლაშა-გიორგი ობოლაძემ აღადგინა. ტაიმის მიწურულს „დინამო“-ს წინ გასვლის შანსი ჰქონდა, მაგრამ კახა მაღლაკელიძემ ათმეტრიანი საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენა და პირველი ნახევარი ფრედ, 1-1, დასრულდა.

ანგარიში ოცდამეთორმეტე წუთზე შეიცვალა. ლუკა გურეშიძის მეორე გოლით „იმერლებმა“ „დედაქალაქელები“ 2-1 დაამარცხეს. 

"დინამო" მომდევნო შეხვედრას კაცნაკლული შეხვდება. კახა მაღლაკელიძემ და ირაკლი ჯანხოთელმა ქუთაისში გამართულ დაპირისპირებაში წითელი ბარათები მიიღეს და შესაბამისად, "თსუ 2"-თან ისინი გუნდს ვერ დაეხმარებიან.

ფუტსალის ლიგა 2-ის მეთორმეტე ტური 17 თებერვალს თბილისში, სპორტ კომპლექს არენა 2-ში გაგრძელდება.

  © SBM, 2016-2024