"აწსუ"-მ "რიწა"-სთან მეორე ტაიმში მოიგო!

ყველა სიახლე
10 თებერვალი 2024


ფუტსალის ლიგა 3-ის 2023/24 წწ. სეზონის მეათე ტურის მატჩში „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ აფხაზეთის „რიწა“-ს დაუპირისპირდა და 9-4 იმარჯვა.

„აწსუ“ მეთორმეტე წუთზე ორი ბურთით იგებდა. ორწუთიან ინტერვალში „რიწა“-მ წონასწორობა აღადგინა და ავტოგოლით მალევე წინ გავიდა. ტაიმის მიწურულს „იმერლებმა“ ათმეტრიანი საჯარიმო დარტყმა შედეგიანად გამოიყენეს და ანგარიში 3-3 გახადეს. შეხვედრის მეორე ნახევარი „აწსუ“-ს სრული უპირატესობით წარიმართა. „ქუთათურებმა“ მეტოქეს ექვსი გოლი გაუტანეს და უშანსოდ დატოვეს.

გამარჯვებული გუნდის რიგებიდან საუკეთესო ოთხი გოლით გიორგი გიორგაძე იყო. დუბლი გაიფორმა ბექა სამყურაშვილმა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

გიორგი გიორგაძე, აწსუ: „ნამგზავრები ვიყავით და პირველ ტაიმში ამან იმოქმედა. სამით სამი რომ გახდა ანგარიში გამოვფხიზლდით და უფრო შევქმენით მომენტები, რომლებიც გამოვიყენეთ. ვემზადებით პლეი-ოფებისთვის, გვინდა შედეგი დავდოთ. არ აქვს მნიშვნელობა ვინ შეგვხვდება, მთავარია ამ ეტაპისთვის მომზადებული გუნდი ვიყოთ“.

ფუტსალის ლიგა 3-ის მეათე ტურის შეხვედრები დღის ბოლომდე გაიმართება.

  © SBM, 2016-2024