"სეუ"-ს მორიგი ქულები "ილიაუნი 2"-მა დააკარგვინა!
ყველა სიახლესპორტ კომპლექს არენა 2-ში ფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. სეზონის მეთერთმეტე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.
„ილიაუნი 2“-ისა და „საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი“-ს დაძაბული დაპირისპირება გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ „ილიაუნის“ გამარჯვებით 7-4 დასრულდა.
სტუდენტურ დერბიში ანგარიში „სეუ“-მ გახსნა და მესამე წუთზე მეტოქეს ორი ბურთით უგებდა. ტაიმის დასრულებამდე „ილიაუნი“-მ წონასწორობა ორჯერ აღადგინა და მეცხრამეტე წუთზე წინ გავიდა. მეორე ნახევრის დაწყებიდან მალევე დავით დანელიამ აქტივში მეორე ბურთი მიითვალა და ანგარიში გაათანაბრა (4-4). დუბლი აკაკი გოგატიშვილმაც გაიფორმა, რითაც „ილიაუნიმ“ უპირატესობა კვლავ დაიბრუნა (5-4), ერთწუთიან ინტერვალში კი სხვაობა სამამდე გაზარდა და „სეუ“-სთან პირველი სამი ქულა მიითვალა.
გამარჯვებული გუნდის რიგებიდან საუკეთესო გიორგი წიქვაძე იყო, რომელიც გუნდს გამარჯვებაში ორი გოლით დაეხმარა.
ლიგა 2-ის მეთერთმეტე ტურის გახსნით მატჩში „ევროპის უნივერსიტეტი“-სა და „ქუთაისი 2“-ის მატჩით გაიხსნა. შეხვედრის პირველმა ნახევარმა გოლის გარეშე ჩაიარა. „იმერლები“ ოცდამეთორმეტე წუთზე დაწინაურდნენ. „EU”-მ წონასწორობა მალევე აღადგინა, თუმცა ბოლო წამებზე „ქუთაისი 2“-ის რიგებიდან ბიქტორ გვეტაძემ დუბლი გაიფორმა და გუნდს გამარჯვება მოუტანა, ანგარიშით 2-1.
არენა 2-ში ფუტსალის ლიგა 2-ის მეთერთმეტე ტურის სხვა შეხვედრებიც გაიმართება.