"ბეტისის აკადემიამ" პირველი გამარჯვება "კომაროვთან" იზეიმა!

ყველა სიახლე
03 თებერვალი 2024


„ბეტისის აკადემია“-მ ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრაში „კომაროვი“ 7-4 დაამარცხა და პირველი ქულები მოიპოვა.

„ბეტისი“ მესამე წუთზე დაწინაურდა. „მათემატიკოსებმა“ წონასწორობა აღადგინეს, მაგრამ მალევე ერთწუთიან ინტერვალში კიდევ ორი გოლი მიიღეს, მეტოქეს ჩამორჩნენ და საბოლოოდ ტაიმი 5-2 დათმეს. მეორე ნახევარში გუნდებმა ორ-ორი ბურთი გაცვალეს, მაგრამ მატჩის სცენარი არ შეცვლილა და აკადემიის წევრებმა პირველი გამარჯვება იზეიმეს.

„ბეტისის“ რიგებიდან დუბლით და ორი საგოლე გადაცემით საუკეთესო ნიკოლოზ ფარსადანიშვილი იყო. ორი გოლი და ერთი შედეგიანი გადაცემაა ნიკა უთრუღაშვილის სახელზე. „კომაროვის“ მხრიდან დუბლით ზურაბ ჭედია გამოირჩა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ნიკოლოზ ფარსადანიშვილი, ბეტისის აკადემია: „ცოტა დაძაბული გამოდგა ეს შეხვედრა. იყო რაღაც დაბნეულობები გუნდში, მაგრამ შესვენების დროს ვილაპარაკეთ და გამოვასწორეთ ხასიათი. მოსაგებად ვიყავით გამოსულები და ასეც მოხდა. კარგი გასახსენებელი იქნება პირველი ქულები, სასიამოვნო. მწვრთნელების დამსახურებაა ეს შედეგი. კარგი გრძნობაა. იმედი მაქვს, ეს სამი ქულა წარმატების მომტანი იქნება. ვფიქრობ, განხორციელებული ცვლილებები დაგვეხმარა ამ გამარჯვებაში“.

ახალგაზრდული ლიგის მეოთხე ტურის დასკვნით მატჩში უდანაკარგო „თბილისის კლასიკური გიმნაზია“ „ბაქსვუდს“ ეთამაშება.

  © SBM, 2016-2024