"ტიფლისმა" "აწსუ" მეორე წრეშიც დაამარცხა!

ყველა სიახლე
28 იანვარი 2024


ფუტსალის ლიგა 3-ის 2023/24 წწ. სეზონის მეცხრე ტურის მატჩში „ტიფლისმა“ დაძაბული პირველი ტაიმის შემდეგ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან“ 6-3 იმარჯვა.

„დედაქალაქელები“ მეცხრე წუთზე დაწინაურდნენ. მეთექვსმეტე წუთამდე „აწსუ“-მ წონასწორობა აღადგინა და წინ გასვლაც შეძლო. „ტიფლისმა“ ტაიმის დასრულებამდე ერთწუთიან ინტერვალში მეტოქეს სამი გოლი გაუტანა და მეორე ნახევარს ორბურთიანი უპირატესობით შეხვდა. „იმერლებმა“ მცდელობების მიუხედავად ანგარიშის შემოტრიალება ვერ შეძლეს და მეცხრე ტურის შეხვედრაში დამარცხდნენ.

გამარჯვებული გუნდიდან დუბლით ლაშა ხარაიშვილი გამოირჩა. ორი ბურთია ბექა ჭელიძის სახელზე. „აწსუ“-ს რიგებიდან საუკეთესო, გოლით და შედეგიანი გადაცემით, ცოტნე ციბაძე გახდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ცოტნე ციბაძე, აწსუ: „თავიდან კარგად დავიწყეთ. შემდეგ ცოტა არ გვჯეროდა რომ წინ გავედით და მოვდუნდით. ჩვენც მივეცით მეტოქეს თამაშის საშუალება. საბოლოო ჯამში გვაჯობეს, მაგრამ ვეცადეთ ტოლი არ დაგვედო. ყველა გუნდისთვის ანგარიშგასაწევი ძალა ვართ. მეორე წრეს გამოვიყენებთ პლეი-ოფისთვის მოსამზადებლად. ვეცდებით მაქსიმალურად შორს წავიდეთ. მწვრთნელიდან დაწყებული, ნებისმიერი ფეხბურთელით დასრულებული, ვცდილობთ ერთ გუნდად შევიკრათ. უნივერსიტეტიდან დაწყებული მწვრთნელებით დასრულებული, ყველა გვერდით გვიდგას“.

ლაშა ხარაიშვილი, ტიფლისი: „თამაში ნორმალური იყო. დაცვაში რაღაც ხარვეზები გვქონდა. ვცდილობთ თამაშიდან-თამაშამდე მოვუმატოთ. ეს ჩვენთვის ჭკუის სასწავლებელი იყო. მეორე ტაიმში ყველაფერი გამოვასწორეთ და მატჩი ჩვენ სასიკეთოდ დასრულდა. ფინალში გამარჯვება არის ჩვენთვის მთავარი. რაც ახალწვეულები მივიღეთ, უფრო გაძლიერდა გუნდი და სხვადასხვა მწვერვალებზე ავდივართ. დღეს სათადარიგო სკამი უფრო ვრცელი გვყავდა, აქედან გამომდინარე, თამაშის ბოლომდე გვეყო გამძლეობა და სხვადასხვა კომპონენტებში ვაჯობეთ მეტოქეს“.

ფუტსალის ლიგა 3-ის მეცხრე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „ჯიპა“ „UG2“-ს ეთამაშება.

  © SBM, 2016-2024