მფკ ტატიშვილი ფინალშია და მეტოქეს ელოდება

ყველა სიახლე
02 ივნისი 2017


საქართველოს ფუტსალის ლიგის 2016/17 წ.წ  პირველი ფინალისტის  ვინაობა  ცნობილია.  ფინალის  საგზური   მფკ  ტატიშვილმა  მოიპოვა, რომელმაც 1/2ფინალური  ეტაპის  განმეორებით შეხვედრაში 7:3  დაამარცხა მფკ თბილისი. სერიის  პირველი შეხვედრაც   ტატიშვილის  გამარჯვებით 4:1  დასრულდა.  იმ  შემთხვევაში თუ თბილისი  დღევანდელ  შეხვედრას  მოიგებდა  სერიის  ანგარიში გათანაბრდებოდა  და  ფინალისტის  გამოსავლენად  მესამე  გადამწყვეტი შეხვედრის  ჩატარება  გახდებოდა  საჭირო, თუმცა  ტატიშვილმა   ფინალის საგზურის მეტოქეს  არ  დაუთმო. ფინალში მფკ ტატიშვილის  მეტოქე   მფკ  სტუ-თელასსა და მფკ  აგორას  წყვილში გამარჯვებული გახდება. შეგახსენებთ , რომ  ამ წყვილს  შორის პირველი შეხვედრა  მფკ სტუ თელასის გამარჯვებით  დასრულდა. 

sbm.ge ორივე გუნდის წარმომადგენელს გაესაუბრა.

ალე ძაბირაძე,  მფკ ტატიშვილის  მწვრთნელი: "თბილისი ძალიან კარგი  გუნდია, რომელმაც  დამსახურებულად  მოიპოვა  ადგილი ოთხეულში,  თუმცა  ბიჭების  მონდომებამ  და  ბრძოლამ  ჩვენს გუნდს სასურველი  შედეგი მოუტანა. რაც  შეეხება  ფინალს, ძალიან დაძაბული თამაში  გველის.  მე  მაინც  ვთვლი  რომ  მეორე  ფინალისტი  სტუ- თბილისი იქნება,   რომელიც  უხერხული  მეოტოქეა,  ერთი  თამაში  ჩემპიონატში  ფრედ  ვითამაშეთ, მეორე  შეხვედრაში კი  დაძაბულ ბრძოლაში  მოვიგეთ.  რაც  შეეხება  აგორას  კარგი  გუნდია,  ახალგაზრდა  გუნდია და  ვთვლი  რომ წინ საინტერესო  და  მძიმე  ფინალი  გველოდება. 

 ბაჩანა  ცხადაძე,  მფკ  თბილისის  დირექტორი: „ მინდა  ტატიშვილს  მივულოცო  გამარჯვება  და  წარმატება  ვუსურვო. რაც  შეეხება  შეხვედრას, მატჩი  პირველ  წუთებზე   ჩვენი  კარნახით  მიმდინარეობდა, თუმცა   სამწუხაროდ  წავაგეთ. ველოდებით, ჩვენს მეოტოქეს  ბრინჯაოს  მედლისთვის  ბრძოლაში,   ვეცდებით  მოვემზადოთ და გასულ  სეზონში მოპოვებული  მესამე  ადგილი და  ბრინჯაოს  მედლები დავიცვათ."   

  © SBM, 2016-2024