"ტიფლისმა" თასის საკვალიფიკაციო ეტაპი იოლად გადალახა!

ყველა სიახლე
21 იანვარი 2024


საქართველოს ფუტსალის თასის 1/8 ფინალის მორიგი საგზური „ტიფლისმა“ მოიპოვა, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ გუნდი 6-2 დაამარცხა.

საწყის წუთზევე საბა ეგრისელაშვილმა „ტიფლისში“ სადებიუტო გოლი გაიტანა და გუნდი წინ გაიყვანა, თამაშის ბოლომდე კი დუბლი შეასრულა. „თბილისელების“ რიგებიდან ორ-ორი ბურთით ლაშა ჯიქია და გიორგი თოდუაც გამოირჩნენ.

გიორგი იდაძემ და ამირან ონიანმა სხვაობა შეამცირეს, თუმცა „აწსუ“-მ მატჩის შედეგი მნიშვნელოვნად ვერ შეცვალა და თასის გათამაშებას გამოეთიშა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

საბა ეგრისელაშვილი, ტიფლისი: „პირველი თამაში იყო ჩემთვის ამ გუნდში. მეტოქე არ იყო სუსტი. დაძაბულობა იყო ანგარიშის მიუხედავად. შემდეგი ეტაპისთვის უფრო მოვემზადებით. რამდენიმე ახალი ბიჭი ვართ გუნდში. ასე თუ ისე ვიცნობდით ერთმანეთს აქამდეც, მაგრამ უფრო შევთამაშდებით და უკეთეს შედეგს ვანახებთ მაყურებელს. პირველი გოლი ძალიან მალე გავიტანეთ და ამან იმოქმედა თამაშზე, თავდაჯერებულობა მოგვცა. მერე უკვე ყველაფერი ჩვენ სასიკეთოდ წავიდა“.

თასის საკვალიფიკაციო ეტაპის დარჩენილ ორ შეხვედრაში „ჯიპა“ „BSC“-ს ეთამაშება, „სეუ“ კი „ილიაუნი 2“-ს დაუპირისპირდება.

  © SBM, 2016-2024