ფუტსალის ლიგა 3-ში "ჯიპა" კვლავ უდანაკარგოა!

ყველა სიახლე
11 ნოემბერი 2023


სპორტ კომპლექს არენა 2-ში ფუტსალის ლიგა 3-ის 2023/24 წწ. სეზონის მესამე ტური „ჯიპა“-სა და „ბათუმის სპორტული ცენტრი“-ს დაპირისპირებით გაგრძელდა. „სტუდენტებმა“ მეტოქე 4-2 დაამარცხეს და ასპარეზობას ქულათა მაქსიმუმით აგრძელებენ.

მატჩის პირველი ნახევარი „ჯიპა“-ს სასარგებლოდ 2-1 დასრულდა. მასპინძლებმა ანგარიში მეექვსე წუთზე გახსნეს. „BSC“-მ წონასწორობა მალევე აღადგინა. ტაიმის ბოლომდე ჩამორჩენა კვლავ მინიმალური გახდა. ოცდამეოთხე წუთზე გიორგი ტაბახმელაშვილმა აქტივში მეორე გოლი მიითვალა. თამაშის დასრულებამდე გუნდებმა თითო ბურთი გაცვალეს და „ბათუმელები“ საბოლოოდ ორბურთიანი ჩამორჩენით დამარცხდნენ.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ბექა ლორია, BSC: „დაძაბული შეხვედრა იყო. თანაბრად მიმდინარეობდა ყველაფერი. ვფიქრობ, მეტოქეს არ ჩამოვრჩებოდით, მაგრამ რაღაც პატარ-პატარა ხარვეზები იყო. წინ ბევრი მატჩი გველოდება და აუცილებლად გამოვასწორებთ შეცდომებს. დაცვაში უფრო გაგვიჭრიდა, შეტევაში ასე თუ ისე კარგად ვიყავით. მეტოქეს ძირითადის მეკარე არ ჰყავდა, მაგრამ ეს უპირატესობა სათანადოდ ვერ გამოვიყენეთ“.

გიორგი ტაბახმელაშვილი, ჯიპა: „პირველივე ტურიდან გვეტყობა, რომ ყველა თამაშზე ვვითარდებით. ყველა გუნდისთვის ვარჯიშებზე ინდივიდუალურად ვემზადებოდით და ამან შედეგიც გამოიღო. ასე გაგრძელებას ვაპირებთ. სხვა თამაშებისგან განსხვავებით პირველივე წუთებიდან მოვახდინეთ კონცერნტრაცია. ორივე ტაიმის პირველი ხუთი წუთი კარგად დავიწყეთ, სწრაფი გოლი არ მიგვიღია და ამან იქონია გავლენა თამაში ისე წასულიყო, როგორც ჩვენ გვინდოდა“.

ფუტსალის ლიგა 3-ის მესამე ტურის დასკვნით მატჩში „რუსთავი“ „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია“-ს დაუპირისპირდება.

  © SBM, 2016-2024