"სტუდენტებმა" "ქუთათურებს" საკუთარ კედლებში აჯობეს!

ყველა სიახლე
21 ოქტომბერი 2023


ქუთაისის სპორტის სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24წწ. სეზონის მეორე ტურის გახსითი მატჩი გაიმართა. „ქუთაისი 2“ მიმდინარე სეზონში პირველ საშინაო შეხვედრაში „ილიაუნი 2“-თან 6-2 დამარცხდა.

დაპირისპირება გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მესამე წუთზე მიღებულ გოლს „სტუდენტებმა“ მალევე უპასუხეს და წინ გავიდნენ, მაგრამ ტაიმის დასრულებამდე „იმერლებმა“ წონასწორობა აღაგინეს. მეორე ნახევარში „ილიაუნი“ დაწინაურდა, კარი მშრალად შეინახა და კომფორტული უპირატესობით მოიგო.

გამარჯვებული გუნდიდან გიორგი წიქვაძემ და ილია ჭარაქაშვილმა დუბლი გაიფორმეს.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

დავით მარგველაშვილი, ქუთაისი 2: „ახალი გუნდი ვართ და ყველაფერი წინაა. რამდენიმე ძველი ფეხბურთელიც გვყავს. განვვითარდებით, ვისწავლით და შედეგი უნდა გამოვასწოროთ. ორიდან ორი წაგება გვაქვს, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება. პირველი ტაიმი ბევრად კარგი იყო. მეორე ტაიმში მოვდუნდით, ცოტა როტაცია გაკეთდა, რამაც არ გაოიღო შედეგი და დავმარცხით. ილიაუნის მადლობა კარგი თამაშისთვის.

ლაშა კურტანიძე, ილიაუნი 2: „თავიდან გაგვიჭირდა მობილიზება. პირველი გოლის შემდეგ ვირწმუნეთ ჩვენი თავის, ჩვენი თამაში გავაგრძელეთ, რამაც შედეგი გამოიღო. შესვენებაზე მწვრთნელმა მითითებები მოგვცა. წინა ტურში ჩვენი ბრალი იყო როგორც წარიმართა, პირველი თამაში იყო და ალბათ ამიტომ. ახლა უკვე აღარ გვაქვს ასეთი შეცდომების უფლება და უფრო უნდა მოვუმატოთ. ვფიქრობ ოთხით ორი რომ გავხადეთ ანგარიში, გადამწყვეტი მომენტი ეს იყო“.

ფუტსალის ლიგა 2-ის მეორე ტურის სხვა შეხვედრები 22 ოქტომბერს თბილისში, სპორტ კომპლექს „არენა 2“-ში გაიმართება.

  © SBM, 2016-2024