მფკ დინამო ბთ-აგორა 5:7. მატჩის შემდგომი კომენტარები

ყველა სიახლე
23 მაისი 2017


საქართველოს  ფუტსალის  ლიგის  რეგულარული  ჩემპიონატის  ბოლო ტურის  მორიგ შეხვედრაში, რომელშიც ერთმანეთს  მფკ ბათუმის  დინამო  და მფკ  აგორა  დაუპირისპირდა,  მატჩი აგორას  გამარჯვებით  5:7 დასრულდა.  ამ შეხვედრას  არცერთი  გუნდისთვის  არ  ქონდა  გადამწყვეტი  მნიშვნელობა, რადგან  აგორას  განაღდებული ჰქონდა პლეიოფის საგზური,  ხოლო  ბათუმლებმა  ნახევარფინალურ  ეტაპზე  მოხვედრის  შანსი  ამ შეხვედრის წინ ოფიციალურად დაკარგეს.

გუნდების  მოთამაშეებმა  sbm.ge- სთან  კომენტარი  გააკეთეს.

ზაურ კეკელიძე, დინამოს  ფეხბურთელი: „ყველაფერი გავაკეთეთ  ბიჭებმა, რომ  დღევანდელ  თამაშში   წარმატებისთვის  მიგვეღწია  ძირითადი  შემადგენლობის  სამი  ფეხბურთელი  გვაკლდა,  არ  გამოგვივიდა გამარჯვება, თუმცა  არაუშავს. ვეცდებით მომდევნო სეზონისთვის უკეთესი გუნდად ჩამოვყალიბდეთ, ვეცდებით, რომ ბათუმში ვიზეიმოთ ჩემპიონობა, მომავალი წლიდან ბათუმის დინამო აუცილებლად იქნება ანგარიშგასაწევი ძალა.“

გია ნინოშვილი, აგორას ფეხბურთელი: „დღევანდელ შეხვედრას დატვირთვა არ ქონია არცერთი გუნდისთვის, ამიტომ სანახაობრივი გამოვიდა. ჩვენი მინიმალური  გეგმა, რომ პლეი-ოფში გვეთამაშა შევასრულეთ, ვემზადებით  პლეი-ოფისთვის   ძლიერი  გუნდები  თამაშობენ  ნახევარფინალურ  ეტაპს, თუმცა  ჩვენ  მაქსიმალურად  ვიბრძოლებთ.

 

  © SBM, 2016-2024