მფკ თბილისი-მფკ იბსუ 6:4. მატჩის შემდგომი კომენტარები
ყველა სიახლესაქართველოს ფუტსალის ლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურის მეორე შეხვედრას თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა, სადაც ერთმანეთს მფკ იბსუ და მფკ თბილისი დაუპირისპირდა. მატჩი თბილისმა 6:4 მოიგო.
ამ შეხვედრას ინტრიგა დასრულების შემდეგაც შემორჩა, რადგან მფკ თბილისის ნახევარფინალურ ეტაპზე გასვლა მფკ სტუ- თელასისა და მგლების შეხვედრაზეა დამოკიდებული. იმ შემთხვევაში თუ მგლები რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში სენსაციურ გამარჯვებას მოიპოვებენ სატურნირო ცხრილის მეორე ადგილოსან თელასთან პლეი-ოფში არა თბილისი არამედ მგლები ითამაშებენ.
გასული სეზონის ბრინჯაოს მედლის მფლობელი თბილისი კი შესაძლოა ნახევარფინალური ეტაპის მიღმა აღმოჩნდეს.
გუნდების მოთამაშეებმა sbm.ge- სთან კომენტარი გააკეთეს.
ილია რეხვიაშვილი, მფკ „თბილისის“ კაპიტანი- „გაცილებით მაღალი დონეა წინა სეზონთან შედარებით მიმდინარე ჩემპიონატში, ჩვენი გუნდი გაძლიერდა, დაგვემატა ფეხბურთელები. მთელი თამაშის განმავლობაში ვაკონტროლებდით თამაშს. როგორც მოსალოდნელი იყო, რთული მეტოქე გვყავდა, მაგრამ სასურველ შედეგს მივაღწიეთ დარწმუნებული ვარ ნახევარფინალურ ეტაპზე მოვხვდებით.“
გურამ მამაცაშვილი, მფკ „იბსუს“ ფეხბურთელი- „სეზონი სუსტი შემადგენლობით დავიწყეთ, რაც შედეგზეც აისახა, ცხრილის ქვედა ნაწილში ვიყავით, მეორე წრეში ახალი ფეხბურთელები დავიმატეთ, თამაშის ხარისხი გავიუმჯებესეთ, რაც ჩვენი მწვრთნელის დამსახურებაა. დასანანია რომ ჩემპიონატს ასე ვარსულებთ და ვერ გავდივართ ნახევარფინალურ ეტაპზე , ვულოცავ მოწინააღმდეგე გუნდს გამარჯვებას და იმედია დაძაბული იქნება ნახევარფინალური და ფინალური ეტაპი.“