მფკ აფხაზეთი- მფკ ტატიშვილი 0:9. მატჩის შემდგომი კომენტარები
ყველა სიახლესაქართველოს ფუტსალის ლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტური მიმდინარეობს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, რომლის შემდეგაც საბოლოოდ უნდა გაირკვეს ოთხი ნახევარფინალისტის ვინაობა. პირველი შეხვედრა „აფხაზეთსა“ და „ტატიშვილს“ შორის უკვე დასრულდა. მფკ „ ტატიშვილმა“ დიდი ანგარიშის სხვაობით 0:9 დაამრცხა მფკ „აფხაზეთი“ . შეხვედრას ფორმალური მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან რეგულარული ჩემპიონატის ლიდერ „მედიკოსებს“ დიდი ხნით ადრე ჰქონდათ განაღდებული პლეი-ოფში ასპარეზობა.
გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა sbm.ge- სთან კომენტარი გააკეთეს.
ალექსანდრე ძაბირაძე მფკ „ტატიშვილის“ მთავარი მწვრთნელი: „ჩვენმა მოთამაშეებმა ყველაფერი გააკეთეს, დიდი შრომა ჩადეს, რომ ამ გამარჯვებისთვის მიგვეღწია, მოტივაცია ნაკლები იყო, რადგან უკვე პლეი-ოფისთვის ვართ მიმართული, თუმცა მოგება მოვახერხეთ და ნახევარფინალის საგზური მოვიპოვეთ.
პაუზა იყო ჩემპიონატში, რომელიც ჩვენმა გუნდმა ნაყოფიერად გამოიყენა, ერთი კვირა მთლიანად ფიზიკურ მომზადებას დავუთმეთ, წინ პლეი-ოფია, რომელსაც მომზადებულები ვხვდებით და ყველაფერს გავაკეთებთ რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ.“
გიორგი ჭანტურიძე მფკ „აფხაზეთის“ მწვრთნელი: „მთელი სეზონის განმავლობაში ჩვენი გუნდი არასტაბილურად გამოიყურებოდა, განვლილი სეზონისგან განსხვავებით. გვქონდა რიგი საკადრო პრობლემები, ამან იქონია ძალიან დიდი გავლენა, რომ ვერ მოვხვდით ნახევარფინალში, ტურნირი კარგად ორგანიზებულია, დავჯდებით გავაანალიზებთ განვლილ ჩემპიონატს და შემდეგ ვიფიქრებთ მომავალ სეზონზე, დარწმუნებული ვარ, რომ მიმდინარე სეზონის ნახევარფინალები და ფინალები დაძაბული და საინტერესო იქნება.“