"ქუთათურებმა" "წალენჯიხა"-სთან გადამწყვეტ ბრძოლაში იმარჯვეს!

ყველა სიახლე
29 აპრილი 2023


ფუტსალის ლიგა 2-ის 2022/23 წწ. სეზონის პირველი ფინალისტი „ქუთაისი 2“ გახდა. „იმერლებმა“ „წალენჯიხა“ ქუთაისის სპორტის სასახლეში გამართულ გადამწყვეტ მატჩში 2-1 დაამარცხეს და ჩემპიონის ტიტულს დაიცავენ.

დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრის მეექვსე წუთზე ანგარიში იური ჩანგელიამ გახსნა და „წალენჯიხა“ წინ გაიყვანა. ტაიმის დასრულებამდე „მეგრელებმა“ მეტოქის არა ერთი შეტევა მოიგერიეს და კარი მშრალად შეინახეს. ოცდამეთექვსმეტე წუთზე ლაშა ჭეიშვილმა წონასწორობა აღადგინა. თამაშის ბოლო წუთზე კი ბაკურ გულუამ ათმეტრიანი საჯარიმო დარტყმა შედეგიანად გამოიყენა და „ქუთაისმა“ გადამწყვეტ ბრძოლაში იმარჯვა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ლაშა ჭეიშვილი, ქუთაისი 2: „დავალება შევასრულეთ, გავედით ფინალში. მიზანია, რომ შარშანდელი მიღწევა გავიმეოროთ. ვიბრძოლებთ და ჩვენს მაქსიმუმს ვაჩვენებთ. მადლობა ჩვენს და წალენჯიხას გულშემატკივარს. ძალიან სანახაობრივი ნახევარფინალები გამოგვივიდა. ძალიან დაძაბული თამაში იყო, ისეთი მუხტი იყო, რომ არც ერთმა გუნდმა არაფერი არ დათმო. პირველ ტაიმში გოლი გავუშით, გატანა ვერ შევძელით, მაგრამ ბრძოლისუნრიანობა გამოვაჩინეთ და ბოლო წუთებში შევძელით თამაშის გარდატეხა“.

ალექსანდრე ღვინჯილია, წალენჯიხა: „კონკრეტულ მიზეზს ვერ ვიტყვი, თავი არ დაგვიზოგავს. ბოლო წუთამდე ვიბრძოლეთ, მაგრამ წნეხის და ემოციების ფონზე ბოლომდე ვერ გავძელით. დასანანია, რომ ჩვენი სვლა აქ დასრულდა. ამ მომენტში ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, ასევეა გულშემატკივარიც, მაგრამ ვამაყობ იმ გზით, რაც გავიარეთ. თანაბარი თამაში იყო. ძალიან ბევრი მომენტი გვქონდა. საბოლოო ჯამში იღბალმაც იჩინა თავი. მოვემზადებით მესამე ადგილისთვის ბრძოლისთვის, გვაქვს ჩვენი სცენარი. ძალიან ცოტა დაგვაკლდა ფინალამდე, მაგრამ განვითარებას განვაგრძობთ და უფრო ძლიერები დავბრუნდებით“.

ფინალის დარჩენილი საგზურის მფლობელი „გორი“-ს და „თსუ 2“-ის გადამწყვეტ მატჩში გამოვლინდება, რომელიც გორის სპორტის სასახლეში 3 მაისს გაიმართება.

  © SBM, 2016-2024