დაძაბული "სტუდენტური დერბი" "ჯიპა"-ს გამარჯვებით დასრულდა!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგა 3-ის სადებიუტო სეზონის მეოთხედფინალური სერია „საქართველოს უნივერსიტეტი 2“-ის და „ჯიპა“-ს დაძაბული მატჩით გაგრძელდა.
„საუნივერსიტეტო დერბიში“ „ჯიპა“-მ ანგარიში სამჯერ გაათანაბრა და საბოლოოდ 5-4 იმარჯვა. პირველ ტაიმში გუნდებმა თითო ბურთი გაცვალეს. „UG2” მეორე ნახევარში ორჯერ დაწინაურდა, მაგრამ მოწინააღმდეგემ წონასწორობა ორივეჯერ აღადგინა. ოცდამეთხუთმეტე წუთზე „ჯიპა“ წინ გავიდა (4-3) და უპირატესობა აღარ დაუთმია. გამარჯვებული გუნდიდან დუბლი გიორგი ხმალაძემ გაიფორმა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
გიორგი ხმალაძე, ჯიპა: „დაძაბული და თანაბარი შეხვედრა იყო. კარგი მეტოქე შეგვხვდა. მოგება გაგვიჭირდა, მაგრამ ბოლოს მაინც მოვახერხეთ წინ გასვლა და გამარჯვების მოპოვება. თავიდან კარგად ვერ ჩავერთეთ თამაშში. შემდეგ უკვე მოვბილიზდით და შევძელით დაწინაურება. იგივე შემართებით ვაპირებთ შემდეგ მატჩშიც გამოსვლას და გამარჯვება გვსურს“.
შალვა გუგუნავა, UG2: „დღეს ძალიან კარგი თამაში იყო. ჯანსაღი კონკურენცია კარგია. ძალიან ბევრი მომენტი გვქონდა, მაგრამ რადგან ვერ გამოვიყენეთ, ყოველთვის ასე ხდება, რომ მეტოქე გამოიყენებს. რა შემიძლია ვთქვა, გარდა იმისა, რომ „ჯიპა“-ს ძალიან მომატებული აქვს. მეორე თამაშისთვის უკეთესად მოვემზადებით“.
„სტუდენტებს“ შორის განმეორებითი დაპირისპირება 1 აპრილს გაიმართება.