"დინამო"-მ "სელერო" სოლიდური ანგარიშით დაამარცხა!

ყველა სიახლე
18 მარტი 2023


თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 3-ის 2022/23 წწ. სეზონის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები მიმდინარეობს. სასტარტო მატჩში რეგულარული სეზონის გამარჯვებული „დინამო თბილისი“ „სელერო“-ს დაუპირისპირდა და მეტოქე დიდი ანგარიშით 14-2 დაამარცხა.

„დინამო“-მ სოლიდური უპირატესობა შვიდი უპასუხო გოლით პირველივე ტაიმში მოიპოვა. ოცდამეოთხე წუთზე გუნდებმა თითო ბურთი გაცვალეს. დარჩენილ დროში „დინამო“-მ უპირატესობა კიდევ განიმტკიცა და პირველ მატჩში მოწინააღმდეგეს სრული დომინირებით სძლია. გამარჯვებული გუნდიდან ხუთი გოლი ლაშა-გიორგი ობოლაძის სახელზეა, დუბლი და ექვსი შედეგიანი გადაცემაა ცოტნე მესხის სახელზე.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

კახა მაღლაკელიძე, დინამო: „ვემზადებოდით პლეი-ოფისთვის და კარგი თამაში ჩავატარეთ. ვფიქრობ, პირველ შეხვედრაში შესანიშნავი შედეგი დავდეთ. ბოლომდე ასე გავაგრძელებთ და ვეცდებით, ზედა ლიგაში გადავიდეთ. დღეს პირველივე წუთებზე გავხსენით ანგარიში, სხვაობაც მალევე გავზარდეთ და უკვე ფსიქოლოგიურადაც კარგად ვიყავით, წნეხმა გადაიარა და მშვიდად ვთამაშობდით. პირველი ტაიმი დამაჯერებელი ანგარიშით დავასრულეთ, რამაც სრული თავისუფლება მოგვცა“.

ფუტსალის ლიგა 3-ის დარჩენილ შეხვედრებში „ქუთაისი 2“ „რუსთავს“ ეთამაშება, „საქართველოს უნივერსიტეტი 2“ „ჯიპა“-ს დაუპირისპირდება, „სეუ“ კი „სასკოლო აკადემია“-ს გაეჯიბრება.

  © SBM, 2016-2024