"UG"-მ "გორს" მინიმალური სხვაობით სძლია!

ყველა სიახლე
11 თებერვალი 2023


თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2022/23 წწ. სეზონის მეთორმეტე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. "სპორტუნი" "ევროპის უნივერსიტეტი 2"-ს დაუპირისპირდა, დაძაბულ ბრძოლაში 5-4 იმარჯვა და ოთხმატჩიანი მშრალი სერია დაასრულა. 

"საუნივერსიტეტო დერბიში" "სპორტუნიმ" პირველ ტაიმში მეტოქეს კომფორტული სხვაობით აჯობა, ანგარიშით 5-1. მეორე ნახევარში EU უფრო გააქტიურდა და ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ წონასწორობა ვერ  აღადგინა და დამარცხდა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი გიორგი მანაგაძემ გაიფორმა. 

სასტარტო მატჩში ერთმანეთს „საქართველოს უნივერსიტეტი“ და „გორი“ დაუპირისპირდნენ.

მეშვიდე წუთზე „სტუდენტები“ დაწინაურდნენ. ტაიმის მიწურულს „გორელებმა“ ანგარიში გაათანაბრეს. მეორე ნახევარში UG წინ ორი ბურთით გავიდა. მტოქემ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მგარამ იმავე წუთზე სპარტაკ ლომიძემ აქტივში მეორე გოლიც მიითვალა  და ანგარიში 4-2 გახდა. თამაშის დასრულებამდე „გორმა“ კიდევ ერთხელ მოახერხა ჩამორჩენის შემცირება, მაგრამ დარჩენილ დროში მატჩის ბედი ვეღარ შეცვალა და „საქართველოს უნივერსიტეტმა“ 4-3 იმარჯვა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ნიკა ოქროპირიძე, გორი: „კარგი თამაში გამოვიდა, დაძაბული, რაც მთავარია. მაყურებლისთვის კარგი სანახაობა იყო, ბევრი გოლი გავიდა. ბევრი შანსი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ, ბოლო წუთზე მეც მქონდა მომენტი, მაგრამ სამწუხაროდ დავმარცხდით. კარგი გუნდია UG და დღევანდელი თამაშით გამარჯვება დაიმსახურეს“.

ნოდარ მწითური, UG: „გორი ცხრილში ჩვენზე ზემოთაა და ძლიერი მეტოქეა. ჩვენ პლეიოფებისთვის ვეზადებით და გორთან გამარჯვება ძალიან გვჭირდებოდა. წაგებული თამაშების შემდეგ რთულია მოედანზე გასვლა. ძლიერ გუნდთან მოგება კიდევ უფრო დიდი მოტივაციაა. პირველ თამაშში ბევრი შეცდომა გვქონდა და გორი ისეთი მეტოქეა, რომელიც მსგავს ხარვეზებს არ გპატიობს. დღევანდელ თამაშშიც ასე მოხდა, რაღაც მომენტებში მწვრთნელის დარიგებები ვერ შევასრულეთ და სწორედ ამ დროს გავუშვით გოლები“.

მეთორმეტე ტურის სხვა შეხვედრებში "ქუთაისი 2" "ილიაუნი 2"-ს ეთამაშება, დასკვნით მატჩში კი "თსუ 2" "წალენჯიხას" დაუპირისპირდება. 

  © SBM, 2016-2024