EU 2-თან გამარჯვებით "წალენჯიხამ" წარუმატებელი სერია შეწყვიტა!

ყველა სიახლე
29 იანვარი 2023


თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2022/2023 წწ. სეზონის მეათე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. გახსნით მატჩში ერთმანეთს „ევროპის უნივერსიტეტი 2“ და „წალენჯიხა“ დაუპირისპირდნენ. „მეგრელებმა“ მეტოქე კომფორტული უპირატესობით 7:3 დაამარცხეს და ხუთმატჩიანი წარუმატებელი სერიის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვეს.

EU საწყის ექვს წუთში ორი ბურთით დაწინაურდა. ტაიმის დასრულებამდე „წალენჯიხამ“ წონასწორობა აღადგინა. მეორე ნახევრის დაწყებიდან მალევე „მეგრელები“ წინ გავიდნენ და უპირატესობა აღარ დაუთმიათ. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან სამი გოლი ზურაბ ღვინჯილიას სახელზეა. დუბლი გაიფორმა ალექსანდრე ღვინჯილიამ.

მიმდინარე სეზონში გუნდების პირველი დაპირისპირებაც „წალენჯიხა“-ს სასარგებლოდ დასრულდა (5-0).

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ზურაბ ღვინჯილია, წალენჯიხა: „ვიცოდით როგორი თამაში გველოდა და მოვემზადეთ შესაბამისად. ბევრი თამაში წავაგეთ აქამდე, ცუდი სერია გვქონდა, მაგრამ გამოვასწორეთ ეს ყველაფერი. გვეტყობა კიდეც, რომ მომატებული გვაქვს და ჩემი აზრით, ამ ლიგაში, ნებისმიერ გუნდს გავუწევთ თავისუფლად კონკურენციას. ორი ბურთით ვაგებდით თავიდან, მაგრამ მოთამაშეების მონდომების და გუნდურობის ხარჯზე მოვიგეთ. დაცვაში უკეთ ვითამაშეთ და ბევრი მომენტი გამოვიყენეთ“.

მეათე ტურის სხვა შეხვედრები დღის ბოლომდე გაიმართება.

  © SBM, 2016-2024