"იმერლებმა" წელი მოგებით დაასრულეს!

ყველა სიახლე
24 დეკემბერი 2022


ფუტსალის ლიგა 3-ის 2022/23 წწ. სეზონის მესამე ტურის მორიგ მატჩში „ქუთაისი 3“-მა „რუსთავი“ დამარჯერებლად დაამარცხა, ანგარიშით 9-4 და წელი წარმატებულად დაასრულა.

„იმერლებმა“ შეხვედრის პირველი ნახევარი სამბურთიანი უპირატესობით მოიგეს. მეორე ტაიმის დასაწყისში მიღებულ გოლს „რუსთავმა“ ოცდამეთორმეტე წუთზე უპასუხა, მაგრამ მეტოქემ მალევე გაზარდა ჩამორჩენა და თამაშის ბოლომდე ანგარიში სოლიდური გახადა. „ქუთათურების“ რიგებიდან დუბლით და ორი საგოლე გადაცემით გიორგი ბედენაშვილი გამოირჩა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ლუკა მაღალდაძე, რუსთავი: „დავმარცხდით და შედეგიდან გამომდინარე, მატჩს დადებითად ვერ შევაფასებ ვერანაირად. მომენტები გვქონდა და რომ გამოგვეყენებინა, სხვანაირად წავიდოდა თამაში. ქუთაისი იოლი მეტოქე არ იყო და ეს ანგარიშსაც შეეტყო. ჩვენთვის ფუტსალი სიახლეა, სულ სხვა თამაშია და ბევრი გვაქვს ჯერ სასწავლი. უჩვეულოა ეს ყველაფერი, მაგრამ ნელ-ნელა ვეჩვევით“.

გიორგი ბედენაშვილი, ქუთაისი 3: „კარგად ვიბრძოლეთ ბიჭებმა. მწვრთნელის დავალებები ბოლომდე შევასრულეთ. წლის ბოლო გამარჯვებით დავასრულეთ, რაც ძალიან გვინდოდა. ვფიქრობ, კარგი თამაში ვაჩვენეთ. პირველი ტაიმის ბოლოს უკვე ნათელი იყო ყველაფერი როგორ წავიდოდა. მომავალი წლიდანაც ასე გავაგრძელებთ ბრძოლას“.

წლის დასკვნით შეხვედრებში „სასკოლო ლიგის აკადემია“ „ჯიპა“-ს ეთამაშება, „სეუ“ კი „საქართველოს უნივერსიტეტს“ დაუპირისპირდება.

  © SBM, 2016-2024