წლის დასკვნით მატჩში "ილიაუნი 2"-მა "წალენჯიხას" სძლია!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგა 2-ის მერვე ტურის დასკვნით მატჩში „ილიაუნი 2“ „წალენჯიხა“-ს დაუპირისპირდა და წლის ბოლო შეხვედრაში, სამბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ, 4-3 იმარჯვა.
„წალენჯიხა“ შეხვედრის პირველივე წუთზე დაწინაურდა და ტაიმის ბოლომდე სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა. მეორე ნახევრის სტარტზე „სტუდენტებმა“ ერთი ბურთი გაქვითეს და ანგარიშის გათანაბრებაც შეძლეს. ოცდამეცამეტე წუთზე გურამ ნადარეიშვილმა „ილიაუნი 2“ წინ გაიყვანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ლევან მაისურაძე, ილაიუნი 2: „თამაში ცუდად დავიწყეთ, ხუთ ჯარიმაზე ავედით და ბევრი შეცდომა დავუშვით. ტაიმი რომ დამთავრდა, მწვრთნელმა შესაბამისი რჩევები მოგვცა და მოსაგებად გამოვედით, შეცდომები აღარ დაგვიშვია. წალენჯიხა კარგი გუნდია და მიმდინარე სეზონში წარმატებებს ვუსურვებ. გარდამავალი წელი გამოგვივიდა, კარგად დავიწყეთ, შემდეგ ერთი-ორი თამაში ჩავარდნა გვქონდა, მაგრამ გვინდოდა გამარჯვებით დაგვესრულებინა წელი და დასახულ მიზანს მივაღწიეთ“.
ზაზა ხაფავა, წალენჯიხა: „ზოგადად თამაშზე შემიძლია ვთქვა, რომ საუკეთესო პირველი ტაიმი გვქონდა, რაც კი თამაშები ჩავატრეთ აქამდე, მაგრამ გამოუცდელობა დაგვეტყო. დიდი უპირატესობა გვქონდა, სამით ნული მიგვყავდა ანგარიში, თუმცა მეორე ტაიმში კონცენტრაცია დავკარგეთ და შედეგიც სახეზეა, 4-3 წავაგეთ. მომავალი წლიდან შევუდგებით ისევ ვარჯიშებს და უკეთესი გუნდი ვიქნებით“.
ფუტსალის ლიგა 2-ში წლის ბოლო შეხვედრები გაიმართა, ჩემპიონატი მეცხრე ტურით 21 იანვარს განახლდება.