"ქუთაისი 2" შინ სამი ქულით ბრუნდება!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2022/23 წწ. სეზონის მერვე ტურის შეხვედრები „სპორტუნისა“ და „ქუთაისი 2“-ის დაპირისპირებით გაგრძელდა. „იმერლებმა“ მეტოქე მარტივად დაამარცხეს, ანგარიშით 5-2 და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე გადაინაცვლეს.
ლაშა ჭეიშვილმა „ქუთათურები“ მეხუთე წუთზე დააწინაურა. სხვაობა ორ ბურთამდე ნიკა ხაჭაპურიძემ გაზარდა. ტაიმის მიწურულს ბაკურ გულუამ "ქუთაისის" უპირატესობა კიდევ უფრო გაამყარა. მეორე ნახევრის დაწყებიდან მალევე თორნიკე ხაჭაპურიძემ და კობა კუბლაშვილმა ჩამორჩენა სოლიდური გახადეს. თამაშის დასრულებამდე ბექა ფილფანისა და გიორგი კაკულიას გოლებით „სპორტუნიმ“ სხვაობა შეამცირა, მაგრამ საბოლოო შედეგი ვერ შეცვალეს და „ქუთაისი“ წლის ბოლო შეხვედრიდან შინ სამი ქულით ბრუნდება.
ფუტსალის ლიგა 2-ის მერვე ტურის დარჩენილ შეხვედრებში ევროპის უნივერსიტეტი 2 საქართველოს უნივერსიტეტს ეთამაშება, დასკვნით მატჩში კი „წალენჯიხა“ „ილიაუნი 2“-ს დაუპირისპირდება.