ლიდერების დაპირისპირებაში თსუ 2-მა იმარჯვა!

ყველა სიახლე
17 დეკემბერი 2022


ფუტსალის ლიგა 2-ის 2022 წლის ბოლო ტურს თბილისის ოლიმპიური სასახლე მასპინძლობს. ერთმანეთს სატურნირო ცხრილის ლიდერები, „თსუ 2“ და „გორი“ დაუპირისპირდნენ. მატჩი „სტუდენტების“ სასარგებლოდ 5-2 დასრულდა და წელი ჩემპიონატში პირველი ადგილით დაასრულეს.

მეთექვსმეტე წუთამდე ანგარიში არ გახსნილა. ტაიმის დასრულებამდე "თსუ" ორი ბურთით დაწინაურდა. შესვენების შემდეგ თამაშის განახლებიდან მალევე სხვაობა ოთხამდე გაიზარდა. „გორელებმა“ ორი ბურთის გაქვითვა შეძლეს, მაგრამ მატჩის ბედი ვერ შეცვალეს და სატურნირო ცხრილში ლიდერობა კვლავ დაკარგეს.  

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

საბა ეგრისელაშივლი, თსუ 2: „სატურნირო ცხრილში ადგილებიდან გამომდინარე, თავიდანვე ვიცოდით, რომ მნიშვნელოვანი თამაში იყო. გვუსრდა, რომ წელი პირველი ადგილით დაგვესრულებინა და მომზადებულები გამოვედით. ვფიქრობ, თამაშში ბოლომდე ვიყავით ჩართულები, მოვინდომეთ და ამის ხარჯზე მოვიგეთ. შეიძლება ანგარიშში სხვაობა სამბურთიანი იყო, მაგრამ გორი ძალიან ძლიერი გუნდია და ყოველთვის დაძაბული თამაშები გვაქვს ხოლმე მასთან“.

დავით ტლაშაძე, გორი: „თსუ წლის ლიდერი გუნდი გახდა და მივულოცავ ამ გამარჯვებას. სამწუხაროა, რომ ბოლო თამაშში დავმარცხდით, მაგრამ არაფერი იცვლება. შემდეგი წლიდან გარკვეული კორექტირებების შეტანის საშუალება გვაქვს, რათა უკეთესი კონდიციებით შევხვდეთ განახლებულ სეზონს. ჩვენი მიზანია ლიდერთა სამეულს არ მოვცილდეთ და პირველი ადგილისთვის ვიბრძოლებთ. პირველ ტაიმში უკეთესად გამოვიყურებოდით, შემდეგ ალბათ გადაღლამ იმოქმედა. კარგია, რომ შესვენება გვიწევს და ძალებს აღვიდგენთ“.

დღის განმავლობაში თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის მერვე ტურის სხვა შეხვედრები გაიმართება.

  © SBM, 2016-2024