"წალენჯიხამ" სპორტუნი ოთხბურთიანი უპირატესობით დაამარცხა!

ყველა სიახლე
13 ნოემბერი 2022


თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2022/23 წწ. სეზონის მეოთხე ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა მიმდინარეობს. „წალენჯიხამ“ სპორტუნი 7-3 დაამარცხა და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.

„წალენჯიხამ“ მატჩის პირველი ნახევარი 3-1 მოიგო. თამაშის განახლებიდან სამ წუთში „სტუდენტებმა“ ანგარიში გაათანაბრეს, მაგრამ „მეგრელებმა“ უპირატესობა კვლავ დაიბრუნეს და თამაშის ბოლომდე სხვაობა სოლიდურად გაზარდეს. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი გურამ ჩალიგავამ და ლუკა ჯოლოხავამ გაიფორმეს.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი ექსეულიძე, სპორტუნი: „თავიდან ცოტა არეულად დავიწყეთ. პირველი ტაიმის მეორე ნახევარი უკეთესად წარიმართა, უპირატესობა გვქონდა. მეორე ტაიმის დასაწყისში მალევე გავათანაბრეთ, 3-3 გახდა ანგარიში. შემდეგ ბავშვური შეცდომები დავუშვით და ამის ხარჯზე მოწინააღმდეგეს შანსი მივეცით, რომ თამაშში დაბრუნებულიყო. თამაშის ხარისხში ძალიან მომატებული გვაქვს. დღესაც გვაკლდა რამდენიმე მოთამაშე და ვფიქრობ, რომ შეთამაშების პრობლემა აღარ არის. ისეთ შეცდომებს ვუშვებთ, რომელიც დროთა განმავლობაში გამოსწორდება და მეორე წრიდან ძალიან კონკურენტულ გუნდად ჩამოვყალიბდებით“.

ლუკა ჯოლოხავა, წალენჯიხა: „საკმაოდ კარგად წავიდა თამაში. ჩვენ მიგვყავდა ანგარიში. მეორე ტაიმში ცოტა ავურიეთ, ცუდად დავიწყეთ, მაგრამ მოვბილიზდით და გოლის გატანა საჭირო დროს მოვახერხეთ. ორი გოლი გავიტანე და მიხარია, რომ გუნდს გამოვადექი. ეს დასაწყისია, გამოცდილება გვაკლია. ანგარიშის მიუხედავად, ძალიან დაძაბული თამაში გამოვიდა. კარგი მეტოქე გვყავდა. ვფიქრობ, დაცვა უნდა გავაუმჯობესოთ და მეტი მომენტი გამოვიყენოთ“.

მეოთხე ტურის დასკვნით მატჩში ერთმანეთს ილიაუნი 2 და თსუ 2 ეთამაშებიან.

  © SBM, 2016-2024