ქუთაისი 2-მა საქართველოს უნივერსიტეტთან იმარჯვა!

ყველა სიახლე
12 ნოემბერი 2022


ფუტსალის ლიგა 2-ის მეოთხე ტურის შეხვედრაში ქუთაისი 2-მა საქართველოს უნივერსიტეტთან მინიმალური სხვაობით 2-1 იმარჯვა და ორმატჩიანი წარუმატებელი სერია დაასრულა.

UG ნიკა ლაბაძემ მეათე წუთზე დააწინაურა. მეორე ტაიმის სტარტზევე თორნიკე ხაჭაპურიძემ ანგარიში გაათანაბრა. მალევე, სერგეი პიჩუგინმა ქუთაისი 2 წინ გაიყვანა. შეხვედრაში ანგარიში აღარ შეცვლილა და "იმერლებმა" მეტოქე საბოლოოდ 2-1 დაამარცხეს.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ნიკა ლაბაძე, UG: „საბრძოლველად ჩამოვედით გორში. მოგება გვსურდა, როგორც ყველა გუნდს. წარმატებით ვასპარეზობდით პირველ ტაიმში, მაგრამ მეორე ნახევარში რაღაც ნიუანსებში დაგვჯაბნა მოწინააღმდეგემ. კაი თამაში გამოვიდა საბოლოო ჯამში. დავმარცხდით, მაგრამ შემდეგ ტურებში უკეთ მოვემზადებით. დღეს შეტევის შედეგიანად დასრულება დაგვაკლდა. გვქონდა მომენტები, მაგრამ დაგვირგვინება ვერ შევძელით, რაც ჩვენთვის სამწუხარო რეალობაა“.

ბაკურ გულუა, ქუთაისი 2: „უშეღავათო ბრძოლა იყო. მოწინააღმდეგემ აშკარად გვაჩვენა, რომ მოსაგებად იყვნენ გამოსულები. დასაფასებელია ასეთი მონდომება. წინა ტურში დასანანი მარცხი განვიცადეთ მასპინძელ გუნდთან და ინტენსიური ვარჯიშების დახმარებით მოვუმატეთ რაღაც კომპონენტებში. მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის. ვფიქრობ, დღეს ფიზიკურად უფრო მომზადებულები ვიყავით და ზედიზედ მიჯრით წაგებებმა მოგების მეტი მოტივაცია მოგვცა“.

მეოთხე ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 13 ნოემბერს გაიმართება.

  © SBM, 2016-2024