მფკ მგლები-მფკ აგორა 4:7. მატჩის შემდგომი კომენტარები

ყველა სიახლე
05 მაისი 2017


ფუტსალის  ლიგის  მე-17 ტურის   ბოლო  შეხვედრა ,რომელიც მფკ  მგლებსა და მფკ აგორას  შორის  გაიმართა,  „აგორას“ გამარჯვებით  7:4 დასრულდა.

  გუნდმა  ამ გამარჯვებით პლეი-ოფში თამაში  გაინაღდა,  ხოლო  მგლები  თავისი შანსისთვის  ბრძოლას  ბოლო ტურში,  სტუ-თელასის   წინააღმდეგ შეხვედრაში  შეეცდებიან.

Sbm.ge  მატჩის  შემდეგ  ფეხბურთელებს  გაესაუბრა.

ზურაბ ძაგანია (მფკ მგლები) : "გავირთულეთ საქმე, თუმცა  თელასთან  გვაქვს  ბოლო  შეხვედრა  დარჩენილი და  იმედი  მაქვს, წარმატებას  მივაღწევთ.  ჩვენ  ყველაფერს  გავაკეთებთ  და  შევეცდებით, პლეი-ოფში  მოვხვდეთ."

ბაჩო გოგიშვილი (მფკ აგორა) : "პატარა  მინუსები  გვქონდა, დაძაბული  თამაში იყო,  რადგან  ორივე  გუნდს    მოგება სჭირდებოდა, საბედნიეროდ  გავიმარჯვეთ და  მოვიპოვეთ   პლეი-ოფის  საგზური.რაც  შეეხება  წინა მატჩებში ჩვენს  არადამაჯერებელ ასაპარეზობას, ამისათვის  მინდა  ჩვენს  ერთგულ  გულშემატკივარს  ბოდიში  მოვუხადო  და  პირობას  ვაძლევთ  პლეი-ოფში   უფრო მეტად  ვიბრძოლებთ  და  შევეცდებით   წარმატებას  მივაღწიოთ. "  

  © SBM, 2016-2024