EU 2-მა ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგა 2-ის 2022/23 წწ. სეზონი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს უნივერსიტეტისა და ევროპის უნივერსიტეტის მეორე გუნდის შეხვედრით დაიწყო.
რიგით მეხუთე სეზონის სტარტი სანახაობრივი გამოდგა. სეზონის პირველი გოლი საწყის წუთზევე UG-ის რიგებიდან რამინ ბერაიამ გაიტანა. ტაიმის ბოლომდე გიორგი კურტანიძემ წონასწორობა აღადგინა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ოცდამეცამეტე წუთზე დაფიქსირდა. ნიკა გაბეხაძის გოლით EU 2-მა სეზონი გამარჯვებით დაიწყო.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
გიორგი გიორგაძე, EU 2-ის მთავარი მწვრთნელი: „პირველ რიგში, გილოცავთ ტურნირის დაწყებას. ურთულესი მეტოქე იყო UG - ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია. ახალგაზრდა გუნდი გვყავს, ახლა იწყებენ თამაშს და მინდა იმ დონემდე მივიდეთ, რომ ასეთ ძლიერ გუნდებს სათანადო კონკურენცია გავუწიოთ. ძალიან გახარებული ვარ დღევანდელი მოგებით. წარმატებები მოწინააღმდეგეს შემდეგ თამაშებში. დღეს მაქსიმუმი გააკეთეს ბიჭებმა, იყო დავალებები, რომლებიც ძალიან კარგად შეასრულეს. გამოცდილებასთან ერთად მოვა ის სიმშვიდეც, რაც თამაშში აუცილებელია და დღეს გვაკლდა. ჩვენი მთავარი მიზანია განვვითარდეთ და ვისწავლოთ სწორი ფუტსალი”.
ტურის სხვა შეხვედრებში ქუთაისი 2 სპორტის უნივერსიტეტს დაუპირისპირდება, თსუ 2 გორთან ითამაშებს, ილიაუნი 2 კი „წალენჯიხას“ გაეჯიბრება.