იბსუ-თელასი 2:9. მატჩის შემდგომი კომენტარები
ყველა სიახლესაქართველოს ფუტსალის ლიგის მე-17 ტურის თბილისურმა დღემ სტარტი ოლიმპიურ სასახლეში მფკ იბსუ-სა და მფკ სტუ- თელასის დაპირისპირებით აიღო, სადაც ჩემპიონატის ერთ-ერთმა ლიდერმა თელასმა მეტოქე 2:9 დაამარცხა. პირველ წრეში თელასისა და იბსუ-ს დაპირისპირება თელასის სასარგებლოდ 9:4 დასრულდა.
მატჩის შემდეგ sbm.ge ორივე კლუბის მთავარ მწვრთნელს გაესაუბრა.
ალიკ სარქისიანი (იბსუ-ს მთავარი მწვრთნელი): თელასი ძლიერი მეტოქეა, შესაბამისად გაიმარჯვეს, ბოლო პერიოდში იბსუმ ქულების აღება შეძლო და თამაშს მოუმატა, როდესაც გუნდი ერთხელ ვარჯიშობს, რთულია ასეთ მეტოქესთან გაიმარჯვო, მთავარი მუშაობაა. დღევანდელ შეხვედრაში ტრამვის გამო ორი მოთამაშე გვაკლდა, შევედებით ის შეცდომები რაც დავუშვით გამოვასწოროთ.
ავთო ასათიანი („თელასის“ მთავარი მწვრთნელი): დღევანდელი შეხვედრა დიდი ანგარიშით მოვიგეთ. მე ვფიქრობ, რომ იბსუ-ს გუნდი მომავალ წელს უფრო ძლიერი იქნება, ბოლო ტურებში ამ გუნდმა აშკარად მოუმატა. „თელასმა“ ამ შეხვედრამდე ორი მატჩი დათმო , ტატიშვილთან და ბსუ-სთან. ტატიშვილი ჩემპიონატის ლიდერია, ბათუმლებმა კი კი ამ შეხვედრაში აშკარად გვაჯობეს, ვინაიდან ჩვენ განაღდებული გვაქვს რეგულარული ჩემპიონატში მეორე ადგილი შესაბამისად კონცენტრირებული ვართ პლეი- ოფზე. ვემზადებით აქტიურად , ვფიქრობთ ბარათებზე და ვცდილობთ ფეხბურთელები არ გამოგვაკლდნენ.