თსუ 2-მა ქუთაისი პირველ მატჩში დამატებით დროში დაამარცხა!

ყველა სიახლე
30 აპრილი 2022


ქუთაისის სპორტის სასახლეში დრამატული და სანახაობრივი ნახევარფინალი ქუთაისსა და თსუ 2-ს შორის დამატებით დროში გადაიზარდა და საბოლოოდ „სტუდენტების“ სასარგებლოდ 8-7 დასრულდა.

შეხვედრის პირველი ნახევარი ქუთათურებმა 2-1 მოიგეს. ლაშა გელოვანმა საწყის შვიდ წუთში დუბლის გაფორმება შეძლო. გეგა კოშაძემ ტაიმის მიწურულს ერთი ბურთი გაქვითა. მეორე ტაიმში „სტუდნეტებმა“ წონასწორობა აღადგინეს და წინ გავიდნენ. ქუთათურებმა დარჩენილ დროში ორჯერ გაათანაბრეს ანგარიში. ძირითადი დრო 5-5 დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად ორი დამატებითი სამწუთიანი ტაიმი დაინიშნა. „იმერლებმა“ დამატებით დროში ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა შეძლეს (7-7), მაგრამ  ოცდაათი წამით ადრე თორნიკე კვიტატიანმა აქტივში მეხუთე გოლი მიითვალა და თსუ-მ სერიაში უპირატესობა მოიპოვა. მასპინძელი გუნდიდან ჰეთ-თრიკი ლაშა გელოვანმა გაიფორმა.

ფუტსალის ლიგა 2-ის 2021/22 წ.წ. სეზონის განმეორებითი ½ ფინალური შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 8 მაისს გაიმართება.  

  © SBM, 2016-2024