თსუ 2-მა გადამწყვეტი მატჩი მოიგო და 1/2 ფინალში იასპარეზებს!

ყველა სიახლე
18 აპრილი 2022


ფუტსალის ლიგა 2-ის 2021/22 წ.წ. სეზონის ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია. თსუ 2-მა საქართველოს უნივერსიტეტს გადამწყვეტ მეოთხედფინალურ ბრძოლაში 5-2 მოუგო და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

მატჩი დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. შეხვედრის პირველი ნახევარი ფრედ 1-1 დასრულდა. ოცდამეთერთმეტე წუთზე თსუ 2 ალექსი ტკაჩოვმა დააწინაურა. მალევე სხვაობა სამ ბურთამდე გაიზარდა. დავით ჯერანოვმა მატჩის მიწურულს დუბლი გაიფორმა და ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ საფინალო სირენამდე საბა ეგრისელაშვილმა ულამაზესი დარტყმით აქტივში მეორე გოლიც მიითვალა და საბოლოო ანგარიში 5-2 დააფიქსირა. დუბლი გაიფორმა ალექსანდრე ქაჯაიამაც.

ფინალური საგზურისთვის თსუ 2 რეგულარული სეზონის ჩემპიონს ქუთაისს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ "იმერლებს" თსუ-სთან ურთიერთშეხვედრებში სრული უპირატესობა აქვთ და წრიულ ეტაპზე ქულაც არ დაუკარგავთ. 

რაც შეეხება მეორე 1/2 ფინალურ წყვილს, გასული სეზონის მეტოქეები, ევროპის უნივერსიტეტი და ილიაუნი 2 ფინალში გასასვლელად კვლავ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. EU-ს მოქმედ ჩემპიონთან რევანშის აღების შანსი აქვს.

პირველი ნახევარფინალური შეხვედრა 30 აპრილს ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება. გუნდები ერთმანეთს ორ მოგებამდე დაუპირისპირდებიან.

  © SBM, 2016-2024