სტუ-თელასი ბათუმში დამარცხდა

ყველა სიახლე
02 მაისი 2017


1 და 2 მაისს, ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდულმა ცენტრმა, საქართველოს ფუტსალის ლიგის კალენდარული ტურის შეხვედრებს უმასპინძლა.

1 მაისს, XII ტურის  ორი გადადებული შეხვედრა გაიმართა და თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ შეკრებილმა გულშემატკივარმა ჩემპიონატის მთავარი სენსაციაც იხილა.

პირველები ერთმანეთის პირისპირ პლეი-ოფისთვის მებრძოლი დინამო ბათუმი და მფკ აფხაზეთი  წარსდგნენ. ამ მატჩის მოგების შემთხვევაში, მასპინძლები ოთხეულში მოხვედრის რეალურ შანსთან საკმაოდ ახლოს იქნებოდნენ, თუმცა მოხდა საპირისპირო... თითქმის უმოტივაციოდ დარჩენილმა სტუმრებმა, მთელი მატჩი გაცილებით უკეთ ჩაატარეს და დამსახურებული სამი ქულაც მოიპოვეს - 2:6 აფხაზეთის სასარგებლოდ. დინამო კი დარჩენილ ტურებში მხოლოდ თავის თავის იმედად ვერ იქნება და შესაბამისად, მომდევნო ეტაპზე თამაშის თეორიულ შანსებს ინარჩუნებს.

წლევანდელი სეზონის მთავარი სენსაცია - სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს შედეგი, რომელიც, დიდი ხანი პლეი-ოფისთვის ბრძოლას ჩამოშორებულ, ბსუ-სა და გათამაშების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს, სტუ-თელასს შორის დაფიქსირდა. „ბათუმელმა სტუდენტებმა“, საკმაოდ დიდი მონდომების და თავდადების ხარჯზე, ჯერ პირველ ტაიმშივე შეიქმნეს სერიოზული უპირატესობა, როდესაც ოთხი უპასუხო გოლის გატანა მოახერხეს, შემდეგ მეორე ნახევარში მეტოქის საკმაოდ დიდ წნეხსაც გაუძლეს და ღირსეული გამარჯვება იზეიმეს - 8:5. აღსანიშნავია, რომ თამაშს დიდი დაღი დაასვა „ენერგეტიკოსების“ მეკარის ბექა ტყემალაძის გაძევებამ, რომელმაც წითელი ბარათი მატჩის მე-16 წუთზე, „უკანაკსკნელი იმედის“ ჯარიმისთვის მიიღო. რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, ბათუმლები დიდი ალბათობით ასპარეზობას VIII ადგილზე დაასრულებენ, რაც შეეხება სტუ-თელასს, ავთანდილ ასათიანის გუნდმა, უკვე ოფიციალურად „გაუფორმა“ მფკ ტატიშვილს სატურნირო ცხრილში პირველობა და თავად მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდება.

01.05.2017. ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი. XII ტური

 მფკ დინამო (ბთ) - მფკ აფხაზეთი 2:6 (0:2)

გოლები: 11:21’ღუღუნიშვილი (0:1), 13:54’ ჭანტურიძე (0:2), 27:14’ თოდაძე (1:2), 27:5’ ჩუთლაშვილი (1:3), 28:45’ ბერიძე (2:3), 33:10’ ჭანტურიძე (2:4), 38:37’ ხარაიშვილი (2:5), ჭანტურიძე 10მ (2:6)

გაფრთხილება: 16:48’ შამილაძე (დინ), 34:05’ ჭილაია (აფხ), 39:31’ მახარაძე (დინ)

 

მფკ ბსუ (ბთ) - მფკ სტუ-თელასი 8:5 (4:0)

გოლები:  06:06’ მამულაძე (1:0), 07:54’ ჯალაღანია (2:0), 17:18’ ჯალაღანია (3:0), 19:07’ ნადარაია (4:0), 20:47’ თოფურია (4:1), 22:20’ მაისაია (4:2), 24:02’ ასათიანი (4:3), 24:52’ ჯალაღანია (5:3), 27:21’ ნადარაია (6:3), 32:16’ თოფურია (6:4), 38:54’ მამულაძე (7:4), 39:14’ ნადარაია (8:4), 39:42’ სოზაშვილი (8:5)

გაფრთხილება: 08:43’ გეგეშიძე (თელ), 13:16’ შელეგია (თელ), 37:31’ ბროლაძე (ბსუ), 39:19’ სოზაშვილი (თელ)

გაძევება: 15:46’ ტყემალაძე (თელ)

 

2 მაისს კი, აჭარის დედაქალაქში XVII ტურმა, „ბათუმური დერბით“  აიღო სტარტი. როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩის პრინციპულობიდან და „დერბის ფაქტორიდან“ გამომდინარე, შეხვედრა უაღრესად დაძაბული და საინტერესო გამოდგა.

წინა დღეს ნაჩვენები თამაშიდან და შედეგებიდან გამომდინარე, ფავორიტის სტატუსი ბსუ-სკენ იხრებოდა და აკი „სტუდენტებმა“ მატჩიც სათავისოდ დაიწყეს კიდეც და უკვე მე-5 წუთზე 3:0 ამარცხებდნენ მეტოქეს, თუმცა როგორც შემდეგ გაირკვა, საბრძოლო შემართება და კონცენტრაცია ზედიზედ ორ შეხვედრას ვერ ამყოფინეს - ვერც ტაიმი მოიგეს და საბოლოოდ მატჩიც დინამოელთა გამარჯვებით 8:6 დასრულდა.  ამ მოგებამ, წინა დღეს აფხაზეთთან შეხვედრაში „ზღვას გატანებული“  სამი ქულა კიდევ უფრო ფასეული გახადა და ახლა „ზღვის წაღებულს, ზღვა უკან მოიტანს“ თუ არა, მხოლოდ თეორიული გათვლების საგანია.

02.05.2017. ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი. XVIIტური

 მფკ დინამო (ბთ) - მფკ ბსუ (ბთ) 8:6 (5:5)

გოლები: 03:35’ ჯალაღანია (0:1), 03:42’ ნადარაია (0:2), 04:11’ გ.მახარაძე (0:3), 09:36’ გალოიანი (1:3), 13:04’ გ.მახარაძე (1:4), 13:23’ გალოიანი 10მ (2:4), 13:35’ ჯალაღანია (2:5), 14:13’ კეკელიძე (3:5), 15:47’ დ.დოლიძე (4:5), 19:36’ შამილაძე (5:5), 22:31’ თოდაძე (6:5), 33:00’ შამილაძე (7:5), 33:42’ გალოიანი (8:5), 38:09’ კეკელიძე ს.კ (8:6)

გაფრთხილება: 15:26’ დ.დოლიძე (დინ), 23:58’ , 32:35’ ბროლაძე (ბსუ), 37:03’ თოდაძე (დინ)

გაძევება: 32:35’ ბროლაძე (ბსუ)

 

 წრიული ეტაპის ბოლოსწინა, XVII ტური, 5 მაისს თბილისში დასრულდება. პარასკევს ოლიმპიური სასახლე სამ დაპირისპირებას უმასპინძლებს.

16:00 სთ-ზე, იბსუ სტუ-თელასთან ითამაშებს, 18:00 სთ-ზე დაიწყება მფკ  ტატიშვილისა და მფკ თბილისის დაპირისპირება, ხოლო 20:00 სთ-ზე გაიმართება ტურის ცენტრალური შეხვედრა, მფკ მგლებსა და მფკ აგორას შორის, რომელიც ოთხეულისთვის ბრძოლაში ბევრ შეკითხვას გასცემს პასუხს.

05.05.2017. თბილისის ოლიმპიური სასახლე. XVII ტური

16:00 მფკ იბსუ - მფკ სტუ-თელასი

18:00 მფკ ტატიშვილი - მფკ თბილისი

20:00 მფკ მგლები - მფკ აგორა

ბომბარდირები:  სერგი მაჭარაშვილი (მგლები) – 31, ლაშა სიგუნავა (ტატიშვილი) – 29, არმენ გალოიანი (დინამო)  - 25, ზურაბ ლუკავა (ტატიშვილი)- 22

 

ჩემპიონატის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სილკ უნივერსალი, სპორტული ბრენდი „SALLER”, “წყალი მარგებელი“, იურიდიული ჯგუფიერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი

მედია პარტნიორები: რადიოები, “თანამგზავრი 92,3“, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ-პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge,  გაზეთილელოდა სპორტული ჟურნალიათიანი“.

 

სპორტული სააგენტო SBM-ისპრესსამსახური / sbm.ge

  © SBM, 2016-2024