UG-მ ევროპის უნივერსიტეტს ცხრილში პირველობის შანსი წაართვა!

ყველა სიახლე
14 თებერვალი 2022


თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2021/22 წწ. სეზონის მეცამეტე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა. საქართველოს უნივერსიტეტმა ევროპის უნივერსიტეტთან დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური უპირატესობით 2-1 მოიგო.

პირველ ტაიმში გოლის გატანა ვერც ერთმა გუნდმა შეძლო. ოცდამეექვსე წუთზე სპარტაკ ლომიძემ ანგარიში გახსნა და UG წინ გაიყვანა. მალევე მირიან ჯანგავაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა. დარჩენილ დროში კახაბერ გოგოხიამ ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ მცდელობების მიუხედავად EU-მ წონასწორობა ვერ აღადგინა და სატურნირო ცხილში პირველ ადგილზე გადასვლის შანსი ვერ გამოიყენა. 

დღის პირველ შეხვედრაში თსუ 2-მა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი დიდი ანგარიშით 10-4 დაამარცხა. სამბურთიანი უპირატესობა თსუ-მ პირველივე ტაიმში მოიპოვა და სოლიდური სხვაობა ბოლომდე შეინარჩუნა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან გიორგი გიორგაძემ და გეგა კოშაძემ ჰეთრიკი გაიფორმეს. ორი გოლია ალექსანდრე ქაჯაიას სახელზე. აწსუ-დან ორ-ორი ბურთი ავთანდილ ჭიჭინაძემ და ვარლამ მარდალეიშვილმა გაქვითეს.

ფუტსალის ლიგა 2-ის მეთოთხმეტე ტური ქუთაისის სპორტის სასახლეში 19 თებერვალს გაიმართება. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ილიაუნი 2-ს ეთამაშება, თსუ 2 ევროპის უნივერსიტეტს დაუპირისპირდება, ქუთაისი კი საქართველოს უნივერსიტეტს უმასპინძლებს.

  © SBM, 2016-2024