EU-მ სატურნირო ცხრილის ლიდერთან იმარჯვა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის მეთორმეტე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. გახსნით მატჩში ქუთაისი ევროპის უნივერსიტეტს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით 2-1 დამარცხდა.
პირველი ტაიმი ფრედ 1-1 დასრულდა. ირაკლი გვეტაძის გოლს EU-ს რიგებიდან გიორგი კუპრეიშვილმა რამდენიმე წამში უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. ოცდამეთერთმეტე წუთზე „სტუდენტები“ წინ კახაბერ გოგოხიას გოლით გავიდნენ და შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა. ამ მოგებით EU-მ სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა და ლიდერ ქუთაისს ორი ქულით ჩამორჩება.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
კახა გოგოხია, EU: „როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბული თამაში გამოვიდა. გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. წინასწარ ვერ იტყოდი, რომელი გუნდი მოიგებდა. დღეს ცოტა მეტი მომენტი შევქმენით და დავწინაურდით. მე მგონი, ვიმსახურებდით გამარჯვებას. ვირუსის გამო, ათდღიანი ჩავარდნა გვქონდა, მაგრამ ძალები მოვიკრიბეთ და სასურველ შედეგს მივაღწიეთ“.
ბაკურ გულუა, ქუთაისი: „პირველ რიგში, დავიწყებ იმით, რომ რთული თამაში იყო, საკმაოდ დაძაბული. რაც შეეხება ანგარიშის შენარჩუნებას, თავიდან კარგად დავიწყეთ. გუნდში ბევრი ტრავმირებული გვყავს, ცუდი სიტუაციაა ამ მხრივ და, შესაბამისად, დავიღალეთ. ამან მეორე ტაიმის ბოლოს უფრო იჩინა თავი. დღეს ალბათ ფორტუნაც არ იყო ჩვენს მხარეს“.
დღის სხვა შეხვედრებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს უნივერსიტეტს ეთამაშება. თსუ 2 კი გორს გაეჯიბრება.