გორელებმა წელი მნიშვნელოვანი გამარჯვებით დაასრულეს!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგა 2-ის 2021/22 წწ. სეზონის მეცხრე ტური გორისა და ევროპის უნივერსიტეტის მატჩით გაგრძელდა.
EU შეხვედრის მეცამეტე წუთისთვის ორი ბურთით იგებდა, მაგრამ ტაიმის დასრულებამდე გორელებმა წონასწორობა აღადგინეს, მეორე ნახევარში კი წინ გავიდნენ და საბოლოოდ 5-3 იმარჯვეს. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი დავით ადუაშვილმა გაიფორმა. გორმა ამ მოგებით „სტუდენტებთან“ პირველ წრეში მარცხისთვის რევანში აიღეს და მიმდინარე წელი ოთხმატჩიანი წაუგებელი სერიით დაასრულეს.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
ნიკოლოზ სულთანიშვილი, გორი: „სასიხარულო გამარჯვება იყო. ევროპა კარგი გუნდია, ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტები არიან. წინა წრეში დაძაბულ ბრძოლაში წავაგეთ მათთან და, ასე რომ ვთქვათ, რევანში გამოვიდა. რაც შეეხება ჩვენ გუნდს, ვვარჯიშობთ, ვემზადებით. ოთხეულისთვის ვიბრძვით და ყველაფერს გავაკეთებთ. კარგია, რომ წლევანდელი წელი ჩავამთავრეთ მოგებით. ასეთი შემართებით გავაგრძელებთ. გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა, შევიკარით როგორც იქნა და მიხარია“.
წლის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს საქართველოს უნივერსიტეტი და თსუ2 დაუპირისპირდებიან.