გორმა ქულები ილიაუნი 2-საც დააკარგვინა!

ყველა სიახლე
06 დეკემბერი 2021


თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის მეექვსე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.

სასტარტო მატჩში ერთმანეთს გორი და ილიაუნი 2 დაუპირისპირდნენ. გორელები მთელი თამაში არ მარცხდებოდნენ და ორჯერ წინაც გავიდნენ, მაგრამ ილიაუნიმ მეორე ტაიმში ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და შეხვედრა ფრედ 4-4 დასრულდა.

„სტდუდენტებმა“ შეხვედრაში წონასწორობა სამჯერ აღადგინეს და საბოლოოდ ქულის აღება შეძლეს. გორელების რიგებიდან დუბლი დავით ადუაშვილმა და ომარ ცარიელაშვილმა გაიფორმეს.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ირაკლი გაბისკირია, ილიაუნი2: „გორისგან ველოდით ასეთ წინააღმდეგობას, გასულ შეხვედრებში კარგი თამაშის მიუხედავად სასურველ შედეგს ვერ იღებდნენ, კარგი გუნდია. დაძაბული შეხვედრა გამოვიდა. ვერ გამოვიყენეთ მომენტები, რაც სპორტის ამ სახეობაში განსაკუთრებით ისჯება. მოგეხსენებათ, ჩვენი გუნდის შემადგენლობა გადახალისებულია და ჯერ კიდევ ვერ შევთამაშდით კარგად, რაც დღესაც დაგვეტყო და მეტოქემ ჩემი აზრით გამოცდილებით გვაჯობა“.

დავით ადუაშვილი,გორი: „ბოლო ორი თამაშია უკეთ გამოვიყურებით. შევცვალეთ გუნდში რაღაც-რაღაცები და ამან შედეგიც გამოიღო. ბრძოლა შეგვიძლია, ეს ყველაზე კარგად გამოგვდის და ამის ხარჯზე ვაღწევთ შედეგს. ბოლო ორ თამაშში 4 ქულა ჩვენთვის ძალიან კარგია. ორი დასანანი შეცდომა დავუშვით, რის გამოც გავუშვით მეორე ტაიმში გოლები და ფრედ დასრულდა შეხვედრა. განვმეორდები, რომ ჩვენ არ გვაქვს მოსამზადებლად შესაბამისი პირობები და ამის ფონზე, მაინც ვახერხებთ ქულების აღებას“.

ტურის სხვა შეხვედრაში ევროპის უნივერსიტეტი საქართველოს უნივერსიტეტს ეთამაშება.

  © SBM, 2016-2024