ილიაუნი 2 ჩემპიონის ტიტულს დაიცავს!

ყველა სიახლე
21 ოქტომბერი 2021


ფუტსალის ლიგა 2-ის მოქმედი ჩემპიონი, ილიაუნი 2 წელს ტიტულის შენარჩუნებას შეეცდება. 2021-22 წწ. სეზონს „სტუდენტები“ 31 ოქტომბერს ქუთაისის სპორტის სასახლეში ევროპის უნივერსიტეტთან მატჩით იწყებენ.

„საუნივერსიტეტი დერბი“ გასული სეზონის ½ ფინალური წყვილია, სადაც ილიაუნიმ ფინალის საგზური დაძაბულ ბრძოლაში მოიპოვა. საგულისხმოა, რომ EU-ს რევანშის აღების შანსი სეზონის სტარტზევე მიეცა.

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში „ქუთაისი“ გორს ეთამაშება. აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის გუნდი კი თსუ 2-ს გაეჯიბრება.

Sbm.ge მოქმედ ჩემპიონს გუნდის წლევანდელ მიზნებზე სასაუბროდ დაუკავშირდა. გთავაზობთ კომენტარს:

კახა კაპანაძე, ილიაუნის გუნდის სპორტული დირექტორი: „ამ ტურნირს ყოველთვის დიდ მნიშნელობას ვანიჭებდით. ეს არის სივრცე, რომელსაც ჩვენი გუნდის აკადემიად აღვიქვამთ. 2020-21 წლის მთელი სეზონი სანახაობრივი გამოდგა. გამორჩეული მოთამაშეები, რომლებიც ჩავთვალეთ რომ მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის, პირველ გუნდში აგრძელებენ თამაშს; მეორე ნაწილი კი ახალი სეზონისთვის აგრძელებს მზადებას. ილიაუნი 2-ის შემადგენლობაში აუცილებლად იხილავთ ახალ, ნიჭერ ახალგაზრდებს.

სასიამოვნოა, როდესაც ჩემპიონის სტატუსით იწყებ ტურნირს და ბუნებრივია ეს ჩვენთვის დამატებითი სტიმული და პასუხისმგებლობაა. ჩვენი მიზანი იყო და რჩება ნებისმიერი მიმართულებით (გუნდური თუ ინდივიდუალური) სტაბილური განვითარება. ეს გულისხმობს ჩვენი შესაძლებლობების, პრობლემების, სათამაშო სტილის, ინდივიდუალურად მოთამაშეების უნარებისა და სხვა მრავალი ინდიკატორის შეფასებას, განვითარების სტრატეგიის შედგენას და ყოველდღიურად ამ და სხვა საკითებზე მუშაობას. 

მჯერა, რომ ჩვენი მიდგომებითა და ალიკ სარქისიანის ღრმა კომპეტენციის წყალობით ღირსეულად დავიცვათ ჩემპიონის ტიტულს. 

ევროპის უნივერსიტეტის გუნდთან საკმაოდ დაძაბული და საინტერესო ნახევარფინალი გვქონდა. სწორედ მსგავსი მოლოდინი მაქვს პირველ ტურთან მიმართებით.

ბოლოს, მინდა ყველა მონაწილე გუნდსა და ორგანიზატორებს წარმატებული და საინტერესო სეზონი ვუსურვო; განსაკუთრებით კი ლიგის ახალწვეულებს, ქუთაისის „ქუთაისს“ და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს“.

  © SBM, 2016-2024