ფუტსალის ლიგა 2-ის ახალი სეზონი სტარტს 31 ოქტომბერს აიღებს!

ყველა სიახლე
20 ოქტომბერი 2021


ფუტსალის ლიგა 2-ის 2021/22 წწ. სეზონი სტარტს 31 ოქტომბერს აიღებს. რიგით მეოთხე ჩემპიონატში 7 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, საიდანაც ორი დებიუტანია. ქუთაისის „ქუთაისი“ და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი წელს პირველად იასპარეზებენ.

ცვლილებია ჩემპიონატის ფორმატში. რეგულარულ სეზონში კვლავ სამი წრე იქნება, რომლის შემდეგაც პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები ½ ფინალში ავტომატურად მოხვდებიან. დარჩენილი ორი საგზურისთვის III ადგილოსანი VI ადგილოსანს და IV ადგილოსანი V ადგილოსანს ორ მოგებამდე ეთამაშება. ფინალისთვის და ბრინჯაოს მედლისთვის გუნდები ორ მოგებამდე, ჩემპიონობისთვის კი სამ მოგებამდე იბრძოლებენ.

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით წილისყრა დისტანციური ფორმატით გაიმართა. ფუტსალის ლიგა 2-ის პირველ ტურს ქუთაისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს.

წილისყრის შედეგად პირველი ტურის წყვილები ცნობილია. თსუ 2 ქუთაისის „ქუთაისს“ ეთამაშება, ილიაუნი 2 ევროპის უნივერსიტეტს გაეჯიბრება, ხოლო გორი აკაკი წერეთლის სახლმწიფო უნივერსიტეტს დაუპირისპირდება.

ამ ეტაპზე, დახურული სივრცის გათვალისწინებით, თამაშებზე გულშემატკივართა დასწრება აკრძალულია. ჩემპიონატზე სიახლეებს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ლიგის ოფიციალურ Facebook გვერდზე და sbm.ge-ზე.

  © SBM, 2016-2024