საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევრო 2018-ის პლეი-ოფში ითამაშებს

ყველა სიახლე
12 აპრილი 2017


11 აპრილს, ფუტსალის ევრო 2018-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის გადამწყვეტ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები იტალიას დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. ანგარიში იტალიელებმა გახნეს, მეათე წუთზე გოლი რომანომ გაიტანა. მათ მალევე მეორე გოლი გაიტანეს და ორბურთიანი უპირტესობას მოიპოვეს. მეთორმეტე წუთზე ზვიად კუპატაძის კარი ბოავენტურამ აიღო. ამის შემდეგ ავთანდილ ასათიანის გუნდმა უფრო აქტიურად შეუტია და პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიშის შემცირებაც შეძლო. მე-16 წუთზე ბურთი საკუთარ კარში ერკოლესიმ გაიტანა. საქართველოს ნაკრებმა გადამწყვეტი გოლის გატანა 25-ე წუთზე მოახერხა, ბუთა კაკაბაძის ძლიერი დარტყმული იტალიელთა მეკარემ ვერ მოიგერია და ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

სამ შეხვედრაში საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა სამი ქულა დააგროვა და ევრო 2018-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის ა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. შესაბამისად, ავთანდილ ასათიანის გუნდმა პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა. პლეი-ოფში მონაწილეობას 8 გუნდი მიიღებს. კონტინენტის პირველობაზე გამსვლელი 4 გუნდი კი, ორრაუნდიან დაპირისპირებაში გამოვლინდება. აღნიშნული ეტაპის წილისყრა 6 ივლისს შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართება. მატჩები კი, 2017 წლის 10-13 და 24-27 სექტემბერს ჩატარდება. ფუტსალის ევრო 2018-ის ფინალურ ეტაპს სლოვენია უმასპინძლებს

იტალია 2:2 საქართველო

თბილისი, „ოლიმპიური სასახლე“

საქართველო: კუპატაძე, ჭანუყვაძე, ნიშნიანიძე, რონინიო, სებისკვერაძე

სათადარიგო შემადგენლობა: ჯამბურია, კაკაბაძე, თოდუა, თოფურია, თოდუა, კობაიძე, მაისაია, ბობოხიძე, კურტანიძე

მთ. მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

იტალია: პუტანო, ერკოლესი, ლიმა, ონორიო, პატიასი

სათადარიგო შემადგენლობა: მოლიტიერნო, რომანო, სკინინა, ბოავენტურა, , ფორტინო, მერლიმი, კალდეროლი, კავინატო, ბორდინიონი

მთ. მწვრთნელი: რობერტო მენიჩელი

მსაჯები: ოლეგ ივანოვი, ადმირ ზაჰოვიჩი, ოზან სოიკანი

გაფრთხილება: სებისკვერაძე (12:26), ჭანუყვაძე (19:17), პუტანო (27:46), კავინატო (30:45), კუპატაძე (30:45)

გოლები: 1:0 რომანო (09:55), 2:0 ბოავენტურა (11:05), 2:1 ერკოლესი (ს.კ) (15:39), 2:2 პუტანო (ს.კ) (24:19)

ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს ბელარუსი და ჰოლანდია დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრედ 3:3 დასრულდა. შესაბამისად ორივე გუნდმა 2-2 ქულა დააგროვა და საკვალიფიკაციო ეტაპს გამოეთიშა.

ბელარუსი 3:3 ჰოლანდია

თბილისი, „ოლიმპიური სასახლე“

ბელარუსი: გოლოვნიოვი, როგოვიკი, ჟიგალკო, რაბიკო, გონჩაროვი

სათადარიგო შემადგენლობა: შერბაჩენია, ოლშევსკი, სილივონჩიკი, ჩერნიკი, გუსაკოვი, ალეინიკოვი, კრიკუნი, გორბენკო, ჩეხოვსკი

მთ. მწვრთნელი: ანდრე ტოლმაჩი

ჰოლანდია: როზენბეკი, საადუნი, ბუიუზანი, ჯორდანი, ალუხი

სათადარიგო შემადგენლბა: კუიკი, ელ ღანუტი, მაკრაუ, ბუზამბუ, მოსავი, იუსტე, ელ მორაბიტი, ველსებოერი, ატაიბი

მთ. მწვრთნელი: მაქსიმილიან ტიადენი

მსაჯები: ნორბერტ სზილაგი, ოზან სოიკანი, ადმირ ზაჰოვიჩი

გაფრთხილება: ჩეხოვსკი (31:54), ოლშევსკი (32:42)

გოლები: 0:1 ატაიბი (07:30), 0:2 ბუიუზანი (11:08), 1:2 სილივონჩიკი (12:45), 2:2 ჟიგალკო (13:28), 2:3 იუსტე (15:26), 3:3 კრიკუნი (28:19)

  © SBM, 2016-2024