EU-მ ილიაუნისთან ბოლო წამებზე იმარჯვა!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგა 2-ის მეორე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ევროპის უნივერსიტეტი ილიაუნი 2-ს შეხვდა. დაძაბულ „სტუდენტურ დერბიში“ ერთადერთი გოლი EU-მ თამაშის მიწურულს გაიტანა, 1-0 იმარჯვა და სერიაში დაწინაურდა.
ფინალურ სასტვენამდე 50 წამით ადრე ანგარიში 0-0 იყო. გუნდებმა ბევრი მომენტი გაცვალეს, თუმცა მათი რეალიზება ვერ მოახერხეს. საბოლოოდ გიორგი ქურხულმა ევროპის უნივერსიტეტის დაწინაურება შეძლო და გუნდს გამარჯვება მოუტანა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
გიორგი ქურხული, EU: „დაძაბული თამაში გამოდგა. ჩვენ მეორე ნომრად ვთამაშობდით. მწვრთნელის ყველა მითითება შევასრულეთ და ბოლო წამებამდე ველოდით ჩვენს შანსს, რომელიც გამოვიყენეთ. შესაბამისად, მოვიგეთ პირველი თამაში, მაგრამ ამით ყველაფერი არ მთავრდება, პირიქით. ამ მოგებით საფუძველი ჩავუყარეთ ფინალში გასვლას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ფინალში ვითამაშოთ.“
ნიკა ნოზაძე, ილიაუნი 2: „სამწუხაროდ, ძალიან ჩაკეტილი თამაში გამოვიდა. ბოლო წუთამდე 0-0 იყო ანგარიში და ბოლოს დავმარცხდით. მიუხედავად იმისა, რომ ფრეზე თამაში გრძელდებოდა, გვიან გავუშვით გოლი და ვეღარ მოვასწარით გათანაბრება. მეორე თამაში წინ არის. მით უმეტეს, ანგარიშს მნიშვნელობა არ აქვს და ჯერ-ჯეორბით ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი წინ გვაქვს. ბევრად რთული ამოცანა გვაქვს მეტოქესთან შედარებთ, ზედიზედ ორი თამაში უნდა მოვიგოთ, მაგრამ ჩვენი გუნდისთვის მაქსიმალურს გავაკეთებთ და ვეცდებით წყვილში ანგარიშის მოტრიალებას“.
შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალური დაპირისპირებები ორ მოგებამდე გრძელდება. სერიის მეორე მატჩები 19 ივნისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.