არმიამ რეგულარული სეზონი მეორე პოზიციაზე დაასრულა!

ყველა სიახლე
05 ივნისი 2021


თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის რეგულარული სეზონის დასკვნითი ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.

XIV ტური არმიასა და საქართველოს უნივერსიტეტის დაპირისპირებით დაიწყო. „ძალოვნებმა“ მეტოქე კომფორტული ანგარიშით 7-3 დაამარცხეს და წრიულ ეტაპს მეორე პოზიციაზე ასრულებენ. პლეი ოფში კი ბათუმის აკადემიას შეხვდებიან, რომელთანაც არმიას სამი თამაშიდან ჯერ წაგება არ აქვს.

მატჩის ოცდამეათე წუთამდე „ძალოვნები“ ექვსბურთიანი უპირატესობით ლიდერობდნენ. „სტუდენტებმა“ ბექა ქებაძის დუბლითა და გიორგი ჩხაიძის გოლით სხვაობა სამამდე შეამცირეს, მაგრამ ბაკურ ნანეიშვილმა აქტივში მეორე ბურთიც მიითვალა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. დუბლი გაიფრომა შმაგი ჭოხონელიძემაც.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

გიგა ბერაია, არმია: „მიუხედავად ანგარიშისა, მარტივი თამაში არ ყოფილა. მეტოქე გუნდმა იბრძოლა. ფუტსალში დებიუტანტები ვართ და ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს რეგულარული სეზონის მეორე ადგილზე დასრულება. დიდი გამოცდილება მივიღეთ და ვეცდებით, ფინალამდე მივაღწიოთ. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის აკადემიას აქამდე გამართულ სამივე შეხვედრაში მოვუგეთ, პლეი ოფი უფრო დაძაბული იქნება და წინასწარ ვერ ვიტყვით ვერაფერს. თანაბარი ბრძოლა იქნება.“

დღის სხვა შეხვედრებში ბათუმის აკადემია გორს ეთამაშება, ევროპის უნივერსიტეტი ილიაუნი 2-ს დაუპირისპირდება, სადაც არ წაგების შემთხვევაში, EU პლეი ოფის საგზურს გაინაღდებს, ქუთაისის მართვე კი დასკვნით მატჩს თსუ 2-თან გამართავს.

  © SBM, 2016-2024