ფუტსალის ნაკრებმა მეინ რაუნდისთვის მზადება დაიწყო

ყველა სიახლე
03 აპრილი 2017


საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ავთანდილ ასათიანის გუნდის განაცხადში 15 ფეხბურთელია. საწვრთნელ შეკრებაზე ნაკრები სასტუმრო „მოხალისეში“ იმყოფება, სავარჯიშო პროცესი კი ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარეობს. საქართველოს ეროვნული ნაკრები მეინ რაუნდის მატჩებს ჰოლანდიის, ბელარუსისა და იტალიის ნაკრებების წინააღმდეგ თბილისში გამართავს. 



მატჩების განრიგი:

8 აპრილი 
15:30 იტალია - ბელარუსი 
18:00 საქართველო - ჰოლანდია 

9 აპრილი 
15:30 ჰოლანდია - იტალია 
18:00 საქართველო - ბელარუსი 

11 აპრილი 
15:30 ბელარუსი - ჰოლანდია 
18:00 იტალია - საქართველო 

 

მეკარეები: ზვიად კუპატაძე („ტტგ იუგრა“, რუსეთი), ჯაბა ჯამბურია („ტატიშვილი“, თბილისი) 

წინა ხაზი: შოთა ჭანუყვაძე („ტატიშვილი“, თბილისი), მურთაზ კაკაბაძე („ტატიშვილი“, თბილისი), ლევან კობაიძე („ტატიშვილი“, თბილისი), ზურაბ ლუკავა („ტატიშვილი“, თბილისი), დავით ბობოხიძე („ტატიშვილი“, თბილისი), შოთა თოფურია („სტუ-თელასი“, თბილისი), კახა მაისაია („სტუ-თელასი“, თბილისი), ნიკოლოზ კურტანიძე („პსპ“, თბილისი), გიორგი ნიშნიანიძე („სპარტაკი“, მოსკოვი, რუსეთი), ირაკლი თოდუა („ბჩ“, გომელი, ბელარუსი), ვახო ჯვარაშვილი („ბჩ“, გომელი, ბელარუსი), არჩილ სებისკვერაძე („ლიდსელმაში“, ლიდა, ბელარუსი), რონინიო და სილვა („აელ“, ლიმასოლი, კვიპროსი)

 

შეხვედრებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში დღეს დაიწყო. გულშემატკივარს ყველა დღის ბილეთის შეძენა TKT.ge-ის საშუალებით, ბმულზე - http://bit.ly/2o1Hef9 შეუძლია. ბილეთების ფიზიკური გაყიდვა მატჩის დღეს, ოლიმპიური სასახლის სალაროებში მოხდება. ბილეთის ფასი 5 ლარია. 

 

gff.ge

  © SBM, 2016-2024