ლიდერებმა "დანის პირზე გაიარეს"

ყველა სიახლე
24 მარტი 2017


24 მარტს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული საქართველოს ფუტსალის ლიგის XIII ტურის შეხვედრები, გამორჩეულად საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა.

საუკეთესო ოთხეულისთვის ბრძოლაში წარმოქმნილი სატურნირო სიმჭიდროვე, გუნდების უმრავლესობას მაქსიმალური კონცენტრაციისკენ უბიძგებდა, ვინაიდან მეორე წრის დასრულებამდე ექსვი ტურით ადრე გადაწყვეტილი მხოლოდ I-II ადგილის ბედია, თუმცა პირველობისთვის ბრძოლა დიდი ალბათობით ბოლო ტურამდე გაგრძელდება, რაც შეხება კიდევ ორი საგზურის ბედს, III ადგილზე მყოფი აგორა შედარებით უკეთეს პოზიციაში იმყოფება, რასაც ვერ ვიტყვით პლეიოფში მოსახვედრ ბოლო ადგილზე, რომელზეც რეალურ პრეტენზიას ერთბაშად ოთხი (!!!) გუნდი აცხადებს. 

შესაბამისად, აღნიშნული სიტუაცია პარასკევს გამართულ შეხვედრებშიც სრულად აისახა.

სათამაშო დღე მფკ ტატიშვილისა და მფკ მგლების დაპირისპირებით დაიწყო. გათამაშების ერთპიროვნული ლიდერისა და ოთხეულის პრეტენდენტის შეხევდრა ურიგო ნამდვილად არ გამოდგა. მიუხედავად მატჩის საწყის წუთებში „მედიკოსების“ დაწინაურებისა, მგლები ამან არ დააფრთხო და მათაც არაერთი შანსი მიეცათ ანგარიშის გასათანაბრებლად, რაც მხოლოდ მეორე ნახევარში მოახერხეს და ღირსეული ბრძოლაც გაუმართეს მრისხანე მეტოქეს, თუმცა ტატიშვილის ფეხბურთელების სათამაშო კლასმა და გამოცდილებამ მაინც თავისი გაიტანა და ბოლო ათ წუთში შეძლეს კიდეც გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება  - 3:1 „მედიკოსების“ სასარგებლოდ. გამარჯვებულთა რიგებში დუბლი შეასრულა ზურაბ ლუკავამ. ეს ტატიშვილისთვის, ანალოგიური ანგარიშით მოგებული ზედიზედ მეორე შეხვედრაა.

 

კიდევ უფრო დაძაბული და დრამატული გამოდგა, ფავორიტისა და პლეიოფში მოხვედრის კანდიდატის რიგით მეორე დაპირისპირება, რომელშიც სტუ-თელასის მეტოქე, მფკ თბილისი იყო. მიუხედავად „ენერგეტიკოსების“ კარგი სტარტისა, „დედაქალაქელებმა“ მალევე შეძლეს წონასწორობის აღდგენა - ნუკრი ჭუმბურიძის გოლს, ნიკა თურმანიძემ უპასუხა. მიუხედავად თბილისელთა რამოდენიმე 100% მომენტისა, შეხვედრის მესამე გოლი მაინც მათ კარში გავიდა - თავი შოთა თოფურიამ გამოიჩინა. შეხვედრაში მომენტების ნაკლებობა არც ამის შემდეგ ყოფილა, თუმცა მორიგი გოლი 31-ე წუთზე გავიდა - ნუკრი ჭუმბურიძეს „დუბლის“ შესრულებაში „თბილისელთა“ მეკარე „დაეხმარა“ და თითქოს ფავორიტს მორიგი იოლი გამარჯვება უნდა ეზეიმა, მაგრამ „დედაქალაქელთა“ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მიუხედავად ფატალური უიღბლობისა, მათ საოცარი თავდადება გამოიჩინეს და ჯერ, 38-ე წუთზე ნიკოლოზ ბიწაძემ მოახერხა სხვაობის მინიმუმამდე შემცირება, ხოლო 39-ე წუთზე მისი გადაცემით ნიკოლოზ ღუდუშაურმა შეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ ეს არ ყოფილა ამ შეხვედრაში ბოლო გოლი... ზუსტად 10 წამში, თელასის მოთამაშე-მწვრთნელის, ავთანდილ ასათიანის საკუთარი ნახევრიდან, მეტოქის საჯარიმოში გაკეთებული პასი, დავით გეგეშიძემ ზუსტი თავური დარტყმით დააგვირგვინა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 3:4.

 

მორიგი საინტერესო დაპირისპირება, ამჯერად სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფმა გუნდებმა შემოგვთავაზეს. „სტუდენტური დერბი“ შავი ზღვის საერთაშორისო და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლუბების მონაწილეობით, საკმაოდ დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა, სადაც რიგ ეპიზოდებში მოთამაშეთა ემოციებიც ზღვარს აღწევდა. მატჩში დაწინაურება სტუმრებმა მე-7 წუთზე მოახერხეს  - თავი გოჩა მახარაძემ გამოიჩინა. ტაიმის დასრულებამდე 15 წამით ადრე, როგორც შემდგომ გაირკვა ამ შეხვედრის გმირმა, გიორგი ჩიმაკაძემ ანგარიში გაათანაბრა. მეორე ნახევრის დაწყებიდან სამ წუთში, მანვე თავისიანები წინ გაიყვანა. სტატუსკვო ბათუმლებმა 32-ე წუთზე გოჩა გაბუნიას გოლით აღადგინეს. ისევე როგორც აქამდე, ამის შემდეგაც, ორივე გუნდის კართან რეალური ხიფათი არა ერთხელ შეიქმნა, თუმცა უშედეგოდ. 37-ე წუთის მიწურულს იბსუს ფეხბურთელემა 10 მეტრიანი საჯარიმო დარტყმის უფლება მოიპოვეს - გიორგი ჩიმაკაძის დარტყმული კარს აცდა. დრამატული გამოდგა მატჩის დასასრული. სამი ქულის მოსაპოვებლად „ბათუმელი სტუდენტები“ ხუთნი უტევდნენ, რა დროსაც უხეში შეცდომა დაუშვეს და საფინალო სირენამდე 6 წამით ადრე ჩიმაკაძემ გამარჯვების გოლის გატანა მოახერხა - 3:2. ეს იბსუ-ს მეორე გამარჯვებაა მიმდინარე სეზონში, რითიც მათ პირველად შეძლეს სატურნირო ცხრილის ფსკერისთვის თავის დაღწევა.

ტურის ცენტრალური შეხვედრის სტატუსი ერგო,  სატურნირო ცხრილში III-IV ადგილებზე მყოფ მფკ აგორასა და მფკ აფხაზეთის დაპირისპირებას. ამ მატჩამდე „ზღვისპირელები“ ერთი თამაშით და ხუთი ქულით ჩამორჩებოდნენ მეტოქეს, რაც შეხვედრის პრინციპულობას თვალნათელს ხდიდა. თუმცა აფხაზეთი მნიშვნელოვანი საკადრო პრობლემებით შეხვდა აღნიშნულ დაპირისპირებას, რაც მათ შანსებს შედარებით ამცირებდა. თავად მატჩი დიდად სანახაობრივი ვერ გამოდგა. პირველ ნახევარში გუნდებმა ავტო გოლები გაცვალეს, რასაც აგორამ მეტოქის კარში კიდევ ორი დაუმატა და ტაიმი 3:1 მოიგო. მეორე ნახევარიც მეტ-ნაკლებად მშვიდად მიმდინარეობდა, მელტონ ახალაიას გოლს, გია ნინოშვილმა ზუსტი დარტყმით უმალვე უპასუხა და შეხვედრაც სეთვე დასასრულისკენ უნდა წასულიყო, მაგრამ „აგორას“ ფეხბურთელებმა თითქოს კონცენტრაცია დაკარგეს და „აფხაზეთმა“ რეზი კორღალიძის გოლით კიდევ ერთხელ შეძლო სხვაობის მინიმუმადე შემცირება და ცოტაც, რომ გამართლებოდა, შესაძლოა უქულოდაც არ დარჩენილიყო. საბოლოოდ 4:3 აგორას სასარგებლოდ, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ რაიმე სასწაული არ მოხდა „ფინანსიტები“ მესამე ადგილს არავის დაუთმობენ.

სათამაშო დღის საერთო კონტექსტიდან ამოვარდნილი გამოდგა ტურის ბოლო დაპირისპირება, რომელშიც დინამო ბათუმმა თბილისი ვარიორსი დაამარცხა დიდი ანგარიშით 13:9, დააგროვა 18 ქულა და სატურნირო ცხრილში დაკარგული IV ადგილი დაიბრუნა.

 

24.03.2017. თბილისის ოლიმპიური სასახლე. XIIIტური

მფკ ტატიშვილი - მფკ მგლები 3:1 (1:0)

გოლები: 03:13’ ლუკავა (1:0), 26:31’ ძაგანია (1:1), 33:45’ სიგუნავა (2:1), 34:48’ ლუკავა (3:1)

გაფრთხილება: 16:17’ გიორგაძე (მგლ), 26:31’ მაჭარაშვილი (მგლ)

 

მფკ თბილისი - მფკ სტუ-თელასი 3:4  (1:2)

გოლები: 02:55’ ჭუმბურიძე (0:1), 04:03’ თურმანიძე (1:1), 14:05’ თოფურია (1:2), 30:18’ ჭუმბურიძე (1:3), 37:15’ ბიწაძე (2:3), 38:38’ ღუდუშაური (3:3), 38:49’ გეგეშიძე (3:4)

გაფრთხილება: 17:20’ ბიწაძე (თბ), 29:45’ მარუაშვილი (თბ)

 

მფკ იბსუ - მფკ ბსუ (ბთ) 3:2 (1:1)

გოლი: 06:29’ მახარაძე (0:1), 19:45’ ჩიმაკაძე (1:1), 23:14’ ჩიმაკაძე (2:1), 31:20’ გაბუნია (2:2), 39: 54’ ჩიმაკაძე (3:2)

გაფრთხილება: 22:00’ ჯალაღანია (ბსუ), 32:35’ ჩიმაკაძე (იბსუ), 32:35’ გორგოშაძე (ბსუ), 33:17’ ბერიძე (ბსუ)

 

მფკ აფხაზეთი - მფკ აგორა 3:4 (1:3)

გოლი: 11:48’ დაჩანიძე (0:1), 12:00’ სტვილია (ს.კ)(1:1), 16:22’ ფიფია (ს.კ)(1:2), 18:42’ ჭიაბერაშვილი (1:3), 32:22’ ახალაია (2:3), 32:55’ ნინოშვილი (2:4), 36:13’ კორღალიძე (3:4)

 

მფკ თბილისი ვარიორსი - მფკ დინამო (ბთ) 9:13 (3:7)

გოლი: 03:51’ ალფონსე ები (1:0), 04:18’ მ.დოლიძე (1:1), 05:13’ გალოიანი (1:2), 08:25’ ბერიძე (1:3), 10:52’ გალოიანი (1:4), 14:10’ ალფონსე ები (2:4), 18:10’ გალოიანი (2:5), 18:17’ გალოიანი (2:6), 18:28’ ალფონსე ები (3:6), 19:18’ დ.დოლიძე (3:7), 20:31’ გალოიანი (3:8), 21:43’ თოდაძე (3:9), 22:50’ გალოიანი (3:10), 23:09’ ცეცაძე (4:10), 28:47’ ბერტრანი (5:10), 31:14’ გეგეშიძე (6:10), 34:36’ ალფონსე ები (7:10), 34:57’ თოდაძე (7:11), 35:27’ მ.დოლიძე (7:12), 38:10’ ბერიძე (7:13), 38:35’ გეგეშიძე (8:13), 39:07’ გოგოლიძე (9:13)

გაფრთხილება: 37:27’ ნადირაძე (ვარ)

გაძევება: 29:50’ ნერგაძე (ვარ), 29:50’ ბერტრანი (ვარ)

 

ამ შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ფუტსალის ლიგში ორ კვირიანი პაუზა გამოცხადდა. საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის თბილისში გასამართი მეინ რაუნდისთვის  მზადებას იწყებს. ავთანდილ ასათიანის გუნდის მეტოქეები ჰოლანდიის, ბელორუსის და იტალიის ნაკრებები იქნებიან. თამაშები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 8 (ჰოლანდიასთან), 9 (ბელორუსიასთან) და 11 (იტალიასთან) აპრილს გაიმართება.

 

ბომბარდირები: ლაშა სიგუნავა (ტატიშვილი) – 26, სერგი მაჭარაშვილი (მგლები) – 24, ზურაბ ლუკავა (ტატიშვილი) - 21

 

 

ჩემპიონატის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: Silk უნივერსალი, სპორტული ბრენდი „SALLER”, “წყალი მარგებელი“, იურიდიული ჯგუფიერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი

მედია პარტნიორები: რადიოები, “თანამგზავრი 92,3“, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge,  გაზეთილელოდა სპორტული ჟურნალიათიანი“.

 

სპორტულისააგენტო SBM-ისპრესსამსახური / sbm.ge

  © SBM, 2016-2024