ლიდერის სენსაციური მარცხი ილიაუნი 2-თან!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის V ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფი არმია და ილიაუნი 2 დაუპირისპირდნენ. დაძაბული პირველი ტაიმის შემდეგ „სტუდენტებმა“ სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს და ცხრილის ლიდერი დიდი ანგარიშით 10-3 დაამარცხეს.
შეხვედრის პირველი ნახევარი მატჩის საბოლოო სცენარისგან რადიკალურად გნასხვავებულად წარიმართა. სწრაფი გოლებით ილიაუნი მეექვსე წუთისთვის მეტოქეს ორბურთიანი უპირატესობით ამარცხებდა, მაგრამ დავით კოხრეიძემ სამწუთიან ინტერვალში დუბლი გაიფორმა და წონასწარობა აღადგინა. მეორე ნახევარს „ძალოვნები“ ერთბურთიანი ჩამორჩენით შეხვდნენ (4-3). ილიაუნიმ მალევე შეძლო სხვაობის სოლიდურად გაზრდა, რასაც არმიელთა მხრიდან პასუხი არ მოჰყოლია. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან 6 გატანილი გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით საბა მაჩიტიძე გამოირჩა. დუბლი გაიფორმა ნიკოლოზ ბოლქვაძემ.
ამ შედეგით არმიას სატურნირო ცხრილში პირველობა არ დაუკარგავს, თუმცა ილიაუნიმ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, 17 ქულით ბათუმის აკადემიას გაუთანაბრდა და ბურთების უკეთესი სხვაობით მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
ფუტსალის ლიგა 2-ის X ტურის შეხვედრები თბილსის ოლიმპიურ სასახლეში 8 მაისს გაიმართება.