ილიაუნი 2-მა მართვესთან სამი ქულა მოიპოვა!

ყველა სიახლე
24 აპრილი 2021


თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის IX ტურის შეხვედრები ილიაუნი 2-ისა და ქუთაისის მართვეს დაპირისპირებით დასრულდა. „სტუდენტებმა“ მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით 5-1 დაამარცხეს.

გურამ ნადარეიშვილმა ილიაუნი თამაშის დაწყებიდან ოც წამში დააწინაურა. პირველი ტაიმის დასრულებამდე ლაშა კურტანიძემ, საბა მაჩიტიძემ და გიორგი ახლანძემ უპირატესობა ოთხამდე გაზარდეს. ოცდამეშვიდე წუთზე აქტივში ერთი გოლი ირაკლი გაბისკირიამაც ჩაიწერა. „ქუთათურების“ რიგებიდან პრესტიჟის გოლი გიორგი გურეშიძის სახელზეა.

ილიაუნის ამ გამარჯვებით ევროპის უნივერსიტეტისა და  თსუ 2-ის მსგავსად 14 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბურთების უკეთესი სხვაობით მესამე პოზიციას იკავებს.

ფუტსალის ლიგა 2-ის X ტური 8 მაისს გაიმართება. მართვე გორს დაუპირისპირდება, არმია ევროპის უნივერსიტეტს შეხვდება, საქართველოს უნივერსიტეტი თსუ 2-ს გაეჯიბრება, ბათუმის აკადემია კი ილიაუნი 2-ს ეთამაშება.

  © SBM, 2016-2024