CAI-მ დრამატულ შეხვედრაში ბოლო წუთზე იმარჯვა!

ყველა სიახლე
11 აპრილი 2021

CAI-მ დრამატულ შეხვედრაში ბოლო წუთზე იმარჯვა!

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრები C ჯგუფის მატჩით გაგრძელდა. ფარავანასა და კავკასიის ავტოიმპორტის დრამატული და სანახაობრივი დაპირისპირება CAI-ს გამარჯვებით 5-3 დასრულდა.

მატჩში ანგარიში ავტოიმპორტმა გახსნა. ოცდამეშვიდე წუთამდე ფარვანამ ანგარიშის გათანაბრება და ორბურთიანი უპირატესობის მოპოვება შეძლო, მაგრამ დარჩენილ დროში გიორგი მაჩხანელმა აქტივში მეორე გოლი მიითვალა და ლაშა ჯოხაძემ წონასწორობა აღადგინა. საფინალო სირენამდე ერთი წუთით ადრე ფრე იყო, თუმცა ზურაბ ლუკავამ CAI წინ გაიყანა და ვიტალი ხუდოიანმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

B ჯგუფში დიპლომატ ჯორჯია ავერსს გაეჯიბრა და დაძაბული შეხვედრა 3-1 დათმო. პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა. მატჩის მეორე ნახევარში ავერსი ერეკლე ლომიძის გოლით დაწინაურდა. ბოლო წუთზე კი საბოლოო ანგარიში პაატა მიგინეიშვილმა დააფიქსირა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ლაშა ჯოხაძე, CAI: „კარგი ბრძოლა იყო. არ ველოდით ასეთ წინააღმდეგობას. ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ და ვფიქრობ, დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ვარჯიში გვაკლია და დაგვეტყო პირველ თამაშებზე. იმედია,  მოგვეცემა მალე ვარჯიშების განახლების შესაძლებლობა და უკეთ მოვემზადებით შემდეგი შეხვედრებისთვის“.

არმან არზუმანიან, ფარვანა: „ძალიან ლამაზი თამაში იყო. ორივე მხარეს ბევრი მომენტი გვქონდა. მეტოქე გუნდმაც ყოჩაღად ითამაშა. ცოტა იღბალსაც დავაბრალებდი ჩვენს მარცხს. ბოლო წუთზე გაგვიტანეს ორი გოლი. მართალია, დღეს წავაგეთ, მაგრამ შემდეგში ვეცდებით, რომ გავიმარჯვოთ“.



  © SBM, 2016-2021