ბრინჯაოს ლიგის ფინალისტის ვინაობა შვიდმეტრიანების სერიაში გაირკვა!

ყველა სიახლე
13 ივლისი 2018

ბრინჯაოს ლიგის ფინალისტის ვინაობა შვიდმეტრიანების სერიაში გაირკვა!

ევროპაბეთი  ბრინჯაოს  ლიგის  წლევანდელი  სეზონის  პირველი  ფინალისტია. ევროპაბეთისა და  კროკობეთის ნახევარფინალური სერიის  მეორე  შეხვედრაც  პირველის   მსგავსი  სცენარით  წარიმართა. ფრედ  2:2  დასრულებული  შეხვედრის  ძირითადი  დროის    შემდეგ , რომელშიც  კროკობეთი  ორჯერ  იყო  მდევრის  როლში გამარჯვებულის  გამოსავლენად  კვლავინდებურად  შვიდმეტრიანების  სერიის   დანიშვნა  გახდა  საჭირო,  სადაც ფორტუნა კვლავ   ევროპაბეთის  მხარეს  აღმოჩნდა (2:2; 3:2). ფინალურ  შეხვედრაში, რომელიც   27  ივლის  გაიმართება,  ევროპაბეთის  მეტოქე  კრედოსა და McGill-ს შორის მესამე გადამწყვეტ დაპირისპირებაში  უნდა  გაირკვეს.  

ემზარ  ბითიევი, ევროპაბეთი: „ სერიის  ორივე  მატჩი ძალიან  დაძაბული და  სანახაობრივი  იყო,  ორივე  შეხვედრა  პენალტების  სერიაში მოვიგეთ. ჩვენს  გუნდს  უფრო  გაუმართლა, მადლობა მინდა  ვუთხრა  მოწინააღმდეგეს,რომლებმაც  ბოლომდე  იბრძოლეს და დაიხარჯნენ. ძალიან  გახარებული ვარ,  მინდა  მივულოცო ჩემს  გუნდს, ვფიქრობ, რომ  ძალიან  რთული და  დაძაბული  ფინალი  გვექნება.“

 



  © SBM, 2016-2024